FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, კუმურდოში, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები, სავადმყოფოდან გაწერეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2017
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ადგილობრივებსა და პოლიციას შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ახალქალაქის საავადმყოფოში ოთხი სამართალდამცველი გადაიყვანეს. ამ დროისათვის, ოთხივე მათგანი სახლში გაწერეს.

ახალქალაქში, კუმურდოში, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები, სავადმყოფოდან გაწერეს

როგორც სამედიცინო კორპორაცია ევექსში განგვიმარტეს, დაშავებულ სამართალდამცავებს დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ. პირველადი სამეციდინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ისინი ბინაზე გაეწერნენ.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირება დღეს 30 სექტემბერს დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტაძრის ეზოში, სადაც მათი თქმით, მათი წინაპრების ძვლების საფლავია, ქვაჯვარის (ჯვარამოკვეთილი ქვის სტელა) აღმართვა გადაწყვიტეს. სამართალდამცველებმა და დაცვის პოლიციამ, რომელიც ობიექტს იცავს, ადგილობრივების არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ კუმურდოს ტაძრის ეზოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, ადგილზე სპეცრაზმი გაიძახეს, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გაისროლა, ადგილობრივებმა კი მათ ქვები დაუშინეს.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები და ადგილობრივები და დაიმტვრა მანქანები, როგორც ადგილობრივების, ასევე სამართალდამცველების. შემთხვევის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორი ადგილობრივი ახალციხეში, სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათი თანასოფლელები დააკავეს.

ვითარების დააძაბვისთანავე კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. შედგა მოლაპარაკებები, სადაც ჟურნალისტები არ დაუშვეს. მოლაპარაკების შემდეგ, მინისტრისგან ადგილობრვივებმა პირობა მიიღეს, რომ მათი თანასოფლელები სამხარეო სამმართველოდან მალევე დაბრუნდებოდენ კუმურდოში, სანაცვლოდ კი ისინი უნდა დაშლილიყვნენ. რაც შეეხება ქვის სტელის აღმართვას, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს უმაღლესი იერარქიის ქართველი და სომეხი სასულიერო პირების მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო.

ამ მოლაპარაკების შემდეგ, მინისტრმა კუმურდო დატოვა. სოფლიდან გაიყვანეს სპეცრაზმიც. რამდენიმე საათში, ორი ადგილობრივი (რომლებზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ დააკავეს, თუმცა, შემდეგ შსს–მ თქვა, რომ ისინი გამოკითხვაზე ჰყავდათ), სოფელში დაბრუნდა და შეკრებილებთან მივიდა. მალევე ადგილობრივებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაარცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კუმურდოში არავინ დაუკავებიათ, ორი ადგილობრივი სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

სოფელ კუმურდოში მე–10 საუკუნის ტაძარი დგას, რომელიც კულტურული მემკვიდრობის ძეგლია. გასულ, 2016 წლის ზაფხულში, კულტურის სამინისტრომ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამუშაოების დროს ძვლები გამოჩნდა, რომლებიც მათ შეკრიბეს და დიდი მოლაპარაკებების შემდეგ, ქართველ და სომეხ სასულიერო პირებთან, ისინი ტაძრის ეზოში, სპეციალურად მოწყობილ საძვალეში დამარხეს. დღეს ადგილობრივებს ამ ადგილას სურდათ აღემართათ ქვის სტელა, როგორც ნიშანი სამარხის და მათ ამის უფლბა არ მისცეს.

დღეს კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძეც ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვაჯვარის დასადგმელად შესაბამისი ადგილი შეირჩევა ტაძრის მიმდებარედ.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

კუმურდოში ადგილობრივები დაიშალნენ, ადგილზე სამართალდამცველებმა დაიწყეს მუშაობა [Photo]
როგორ დაიწყო ახალქალაქში, კუმურდოში ფიზიკური დაპირისპირება – კადრები უკომენტაროდ [Video]
კუმურდოს დეპუტატი: 'სოფელში სიმშვიდეა, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება'
სახალხო დამცველი კუმურდოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტს  შეისწავლის
კუმურდოში, სადაც შარშან, ქვაჯვარის აღმართვას კონფლიქტი მოჰყვა,ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაკავებული ადგილობრივები გაათავისუფლეს
ნიკოლოზ ანთიძე: 'ქვაჯვარის დასადგმელად სპეციალური ადგილი შეირჩევა'