FM97.5 / LIVE

ნიკოლოზ ანთიძე: 'ქვაჯვარის დასადგმელად სპეციალური ადგილი შეირჩევა'

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2017
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ახალქალაქში სოფელ კუმურდოში, ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვაჯვარის დასადგმელად კუმურდოს ტაძრის მიმდებარედ ადგილი შეირჩევა.

ნიკოლოზ ანთიძე: 'ქვაჯვარის დასადგმელად სპეციალური ადგილი შეირჩევა'

"ჩამოვედით, სტაბილური სიტუაციაა. ყოველგვარი ექსცესები აღმოფხვრილია. ვნახავთ სარესტავრაციო პროცესები როგორ მიმდინარეობდა და გაგრძელდება სამუშაოები ისე, რომ მე ვფიქრობ, რომ პრობლემა არ იქნება. ჩვენ რამდენჯერმე შევთანხმდით და ვესაუბრეთ ადგილობრივებს, რომ ქვაჯვარის დასადგმელად შესაბამისი ადგილი შეირჩევა მიმდებარედ", – განუცხადა ჟურნალისტებს კუმურდოში ყოფინისას ნიკოლოზ ანთიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირება დღეს, 30 სექტემბერს დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტაძრის ეზოში, სადაც მათი თქმით, მათი წინაპრების ძვლების საფლავია, ქვაჯვარის (ჯვარამოკვეთილი ქვის სტელა) აღმართვა გადაწყვიტეს. სამართალდამცველებმა და დაცვის პოლიციამ, რომელიც ობიექტს იცავს, ადგილობრივების არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ კუმურდოს ტაძრის ეზოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, ადგილზე სპეცრაზმი გაიძახეს, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გაისროლა, ადგილობრივებმა კი მათ ქვები დაუშინეს.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები და ადგილობრივები და დაიმტვრა მანქანები, როგორც ადგილობრივების, ასევე სამართალდამცველების. შემთხვევის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორი ადგილობრივი ახალციხეში, სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათი თანასოფლელები დააკავეს.

ვითარების დააძაბვისთანავე კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. შედგა მოლაპარაკებები, სადაც ჟურნალისტები არ დაუშვეს. მოლაპარაკების შემდეგ, მინისტრისგან ადგილობრვივებმა პირობა მიიღეს, რომ მათი თანასოფლელები სამხარეო სამმართველოდან მალევე დაბრუნდებოდენ კუმურდოში, სანაცვლოდ კი ისინი უნდა დაშლილიყვნენ. რაც შეეხება ქვის სტელის აღმართვას, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს უმაღლესი იერარქიის ქართველი და სომეხი სასულიერო პირების მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო.

ამ მოლაპარაკების შემდეგ, მინისტრმა კუმურდო დატოვა. სოფლიდან გაიყვანეს სპეცრაზმიც. რამდენიმე საათში, ორი ადგილობრივი (რომლებზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ დააკავეს, თუმცა, შემდეგ შსს–მ თქვა, რომ ისინი გამოკითხვაზე ჰყავდათ), სოფელში დაბრუნდა და შეკრებილებთან მივიდა. მალევე ადგილობრივებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაარცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კუმურდოში არავინ დაუკავებიათ, ორი ადგილობრივი სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ანთიძე: 'ქვაჯვარის დასადგმელად სპეციალური ადგილი შეირჩევა'

ნიკოლოზ ანთიძე: 'ქვაჯვარის დასადგმელად სპეციალური ადგილი შეირჩევა'

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, კუმურდოში, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები, სავადმყოფოდან გაწერეს
კუმურდოში ადგილობრივები დაიშალნენ, ადგილზე სამართალდამცველებმა დაიწყეს მუშაობა [Photo]
როგორ დაიწყო ახალქალაქში, კუმურდოში ფიზიკური დაპირისპირება – კადრები უკომენტაროდ [Video]
კუმურდოს დეპუტატი: 'სოფელში სიმშვიდეა, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება'
სახალხო დამცველი კუმურდოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტს  შეისწავლის
კუმურდოში, სადაც შარშან, ქვაჯვარის აღმართვას კონფლიქტი მოჰყვა,ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაკავებული ადგილობრივები გაათავისუფლეს