FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, კუმურდოში შს მინისტრსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2017
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, იქ სადაც ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დღეს დილიდან დაპირისპირება იყო, შინაგან საქმეთა მინისტრსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. მინისტრმა ადგილობრივებს დაშლისკენ მოუწოდა.

ახალქალაქში, კუმურდოში შს მინისტრსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

მინისტრმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ ქვაჯვარის აღმართვის საკითხს ქართველი და სომეხი სასულიერო პირები ერთობლივად გადაწყვეტენ. რაც შეეხება იმ ორ პირს, რომლებიც სოფელში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს, მინისტრის განცხადებით, ისინი მალე დაუბრუნდებიან სოფელს.

კუმურდო უკვე დატოვა სპეცრაზმმა. ადგილობრივები კი ისევ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და ელოდებიან თანასოფლელების დაბრუნებას. ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირება დღეს 30 სექტემბერს დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტაძრის ეზოში, სადაც მათი თქმით, მათი წინაპრების ძვლების საფლავია, ქვაჯვარის (ჯვარამოკვეთილი ქვის სტელა) აღმართვა გადაწყვიტეს, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა.

სამართალდამცველებმა ადგილობრივების არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ კუმურდოს ტაძრის ეზოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, ადგილზე სპეცრაზმი გაიძახეს, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გაისროლა, ადგილობრივებმა კი მათ ქვები დაუშინეს.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები და ადგილობრივები და დაიმტვრა მანქანები, როგორც ადგილობრივების, ასევე სამართალდამცველების. შემთხვევის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორი ადგილობრივი ახალციხეში, სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათი თანასოფლელები დააკავეს.

ვითარების დააძაბვისთანავე კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა.

სოფელ კუმურდოში მე–10 საუკუნის ტაძარი დგას, რომელიც კულტურული მემკვიდრობის ძეგლია. გასულ, 2016 წლის ზაფხულში, კულტურის სამინისტრომ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამუშაოების დროს ძვლები გამოჩნდა, რომლებიც მათ შეკრიბეს და დიდი მოლაპარაკებების შემდეგ, ქართველ და სომეხ სასულიერო პირებთან, ისინი ტაძრის ეზოში, სპეციალურად მოწყობილ საძვალეში დამარხეს. დღეს ადგილობრივებს ამ ადგილას სურდათ აღემართათ ქვის სტელა, როგორც ნიშანი სამარხის და მათ ამის უფლბა არ მისცეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა
კუმურდოში, სადაც შარშან, ქვაჯვარის აღმართვას კონფლიქტი მოჰყვა,ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაკავებული ადგილობრივები გაათავისუფლეს
ახალქალაქში, კუმურდოში, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები, სავადმყოფოდან გაწერეს
კუმურდოს დეპუტატი: 'სოფელში სიმშვიდეა, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება'
კუმურდოში ადგილობრივები დაიშალნენ, ადგილზე სამართალდამცველებმა დაიწყეს მუშაობა [Photo]
როგორ დაიწყო ახალქალაქში, კუმურდოში ფიზიკური დაპირისპირება – კადრები უკომენტაროდ [Video]