FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, კუმურდოში ნიკოლოზ ანთიძეს ელოდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2017
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, იქ სადაც ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დღეს დილიდან დაპირისპირებაა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს ელოდებიან.

ახალქალაქში, კუმურდოში ნიკოლოზ ანთიძეს ელოდებიან


"დღევანდელი დაპირისპირების მიზეზს ვერ გეტყვით, გზაში ვარ, მივდივარ კუმურდოში. გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, ვიდრე არ გავერკვევი სიტუაციაში", – განაცხადა სატელეფონო საუბარში ნიკოლოზ ანთიძემ.

ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, კუმურდოს ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო, ამ დრომდე სარესტავრაციო სამუშაოები მშვიდ ვითარებაში მდინარეობდა და რაიმე დაპირისპირება არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 სექტემბერს, დილით ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს ტაძრის ეზოში, ადგილობრივების წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ინციდენტი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა, ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს. კუმურდოში იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც.

შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება "სამხრეთის კარიბჭეც". თვალი ადევნეთ ვებგვერდს.

ახალქალაქში, კუმურდოში ნიკოლოზ ანთიძეს ელოდებიან

[sknews.ge]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა
დაპირისპირება ახალქალაქში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის [Photo//Video]
ნიკოლოზ ანთიძე კუმურდოს ტაძარზე: 'მავანნი ვერ ეგუებიან რომ დღეს მიმდინარეობს ეს პროექტი'
ნიკოლოზ ანთიძე: 'ქვაჯვარის დასადგმელად სპეციალური ადგილი შეირჩევა'
ახალქალაქში, კუმურდოში შს მინისტრსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა
კუმურდოში, სადაც შარშან, ქვაჯვარის აღმართვას კონფლიქტი მოჰყვა,ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო
კუმურდოს დეპუტატი: 'სოფელში სიმშვიდეა, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება'