FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2017
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, სადაც დღეს დილიდან ადგილობრივებსა და პოლიციას შორის შეხლა–შემოხლა იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. იგი ადგილობრივებს ხვდება.

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა

მინისტრის და მოსახლეობის შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია. პერიმეტრს აკონტროლებს პოლიცია. ადგილზე კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირება დღეს 30 სექტემბერს დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტაძრის ეზოში, სადაც მათი თქმით, მათი წინაპრების ძვლების საფლავია, ქვაჯვარის (ჯვარამოკვეთილი ქვის სტელა) აღმართვა გადაწყვიტეს, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა.

სამართალდამცველებმა ადგილობრივების არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ კუმურდოს ტაძრის ეზოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, ადგილზე სპეცრაზმი გაიძახეს, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გაისროლა, ადგილობრივებმა კი მათ ქვები დაუშინეს.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები და ადგილობრივები და დაიმტვრა მანქანები, როგორც ადგილობრივების, ასევე სამართალდამცველების. შემთხვევის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორი ადგილობრივი ახალციხეში, სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათი თანასოფლელები დააკავეს.

[sknews.ge]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.09.2020 ბორჯომის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

30.09.2020 რატომ გადაკეტეს გზა კარწახის საბაჟოსთან – ადგილობრივების განმარტებები

29.09.2020 ‘სახელმწიფოსგან სერიოზული მიდგომაა საჭირო’ - ექსპერტები ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე

29.09.2020 ახალქალაქში ადგილობრივები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, კუმურდოში შს მინისტრსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა
კუმურდოში, სადაც შარშან, ქვაჯვარის აღმართვას კონფლიქტი მოჰყვა,ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაკავებული ადგილობრივები გაათავისუფლეს
ახალქალაქში, კუმურდოში, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები, სავადმყოფოდან გაწერეს
ნიკოლოზ ანთიძე: 'ქვაჯვარის დასადგმელად სპეციალური ადგილი შეირჩევა'
კუმურდოში ადგილობრივები დაიშალნენ, ადგილზე სამართალდამცველებმა დაიწყეს მუშაობა [Photo]
როგორ დაიწყო ახალქალაქში, კუმურდოში ფიზიკური დაპირისპირება – კადრები უკომენტაროდ [Video]