FM97.5 / LIVE

დაპირისპირება ახალქალაქში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის [Photo//Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2017
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში, ადგილობრივების წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმა სურდათ, თუმცა, პოლიციამ მათ ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. ინციდენტი ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა, ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს.

დაპირისპირება ახალქალაქში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის [Photo//Video]
სპეცრაზმი კუმურდოში. 30.09.2017წ. ფოტო: Jnews.ge


როგორ გამოცემა Jnews.ge წერს, სოფელ კუმურდოში ვითარება დილიდან დაიძაბა. ადგილობრივებს ეკლესიის ეზოში შესვლის საშუალება პოლიციამ იმ მოტივით არ მისცა, რომ მათ ასეთი ბრძანება აქვთ. ადგილობრივებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ეკლესიის ეზოში შესვლა სცადეს.

ახალქალაქის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ამჟამად, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი კუმურდოს თემში, აშოტ საარიანი, ადგილობრივებს დაშლისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ ქვაჯვარი 4 ოქტომბერს აღმართონ. მისი თქმით, ამ დროისათვის ეს უკვე უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი. მაგრამ, ადგილობრივები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ქვაჯვარს მათი წინაპრების საფლავზე უპრობლემოდ დადგამენ.

Jnews.ge–ს ინფორმაციით, კუმურდოში, მეათე საუკუნის ეკლესიის რესტავრაცია, 2016 წლის ზაფულში დაიწყო. რესტავრაციის დროს, ეკლესიის ეზოში ადამიანის ძვლები იპოვეს. მოგვიანებით, ადგლობრივების მოთხოვნის შემდეგ, ძვლები ეზოში დაკრძალეს. ვიდრე დაკრძალავდნენ, ადგილობრივები არაერთხელ შეხვდნენ ქართველ და სომეხ სასულიერო პირებს.



როგორ გამოცემა Jnews.ge წერს, ინციდენტის ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

გამოცემის ბოლო ინფორმაციით კი, შემთხვევის ადგილზე იყო სროლის ხმაც და ამ ეტაპზე იქ მობილიზებულია სპეცნაზი.

ამ წუთებში, მიდის მოლაპარაკებები ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუმურდოში ჩასვლას აპირებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

Jnews.ge–ს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად არიან დაზარალებულები.

დაპირისპირება ახალქალაქში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის [Photo//Video]
სოფელი კუმურდო, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. 30.09.2017წ. ფოტო: Jnews.ge

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალქალაქი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა
ახალქალაქში, კუმურდოში შს მინისტრსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა
როგორ დაიწყო ახალქალაქში, კუმურდოში ფიზიკური დაპირისპირება – კადრები უკომენტაროდ [Video]
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაკავებული ადგილობრივები გაათავისუფლეს
ახალქალაქში, კუმურდოში ნიკოლოზ ანთიძეს ელოდებიან
კუმურდოს დეპუტატი: 'სოფელში სიმშვიდეა, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება'
კუმურდოში ადგილობრივები დაიშალნენ, ადგილზე სამართალდამცველებმა დაიწყეს მუშაობა [Photo]