FM97.5 / LIVE

კვირის აქცენტი: ახალციხის მერობის კანდიდატები [Video]

მთავარისიახლე, არჩევნები, SK TV, კვირის აქცენტი–რადიო 29.09.2017
გადაცემა "კვირის აქცენტის" სტუმრები არიან ახალციხის მერობის კანდიდატები. 2017 წლის არჩევნებში, ახალციხის მერობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის, ამ გადაცემაში ჩვენ ხუთ მათგანს ვმასპინძლობთ. ერთმა მათგანმა, „ერთობა ახალი საქართველოს კანდიდატმა არზუმან ზოროღლიანმა გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კვირის აქცენტი: ახალციხის მერობის კანდიდატები [Video]

იმის გამო, რომ სტუდია არ იძლევა რამდენიმე სტუმრის მასპინძლობის საშუალებას, გადაცემა ორი ნაწილისაგან შედგება. გადაცემის პირველ ნაწილის სტუმრები არიან ზაზა მელიქიძე – "ქართული ოცნებიდან" და ვაჟა ჩიტაშვილი – "ევროპული საქართველოდან". მეორე ნაწილში კი ვმასპინძლეობთ, – ირაკლი ბარძიმაძეს – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან"; ჯუმბერ ინასარიძეს – "პატრიოტთა ალიანსიდან" და ჯიმშერ გოგოლაურს – პარტიიდან „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“.

უყუყრეთ გადაცემას და გაიგეთ, რას ფიქრობენ მერობის კანდიდატები ახალციხის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და ქალაქისა და თემის გაერთიანებაზე; რა გეგმები აქვთ ახალციხის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე; რა მიაჩნიათ მთავარ პრობლემად და რა გზებით აპირებენ მათ მოგვარებას; ასევე, რა გეგმები აქვთ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის გასაუმჯობესებლად და რას ფიქრობენ, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა რელიგიური კონფესიები ადგილობრივი ბიუჯეტიდან.



დროის სიმცირის გამო, გადაცემაში ვერ დაისვა არაერთი კითხვა, თუმცა, "სამრეთის კარიბჭე" მომავალში, მერობის კანდიდატებთან ტეტსტურ ინტერვიუებს შემოგთავაზებთ და ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც ამომრჩეველს აინტერესებს, ამ მასალებში იქნება.

წინასაარჩევნო პერიოდში "სამხრეთის კარიბჭეს" გადაცემა "კვირის აქცენტი" ეთმობა რეგიონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ადიგენისა და ასპინძის მერობის კანდიდატთა ნაწილს. რაც შეეხება ახალციხე, ამ გადაცემით ახალციხის ყველა კანდიდატი გაგაცანით, (გარდა არზუმან ზოროღლიანის, რომელსაც არ სურს გადაცემაშ მონაწილეობა), მომდევნო გადაცემები ასევე დაეთმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს.

აქვე შეგახსენებთ, გადაცემა გადიოდა რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" პირდაპირ ეთერში, ტალღაზე FM 97.5 ეს კი არის, მისი ჩანაწერი, ვიდეო ვერსია. გადაცემა განმეორებით გადის რადიოს ეთერში, კვირას, 13:00 საათზე.

[sknews.ge]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: ასპინძის მერობის კანდიდატები [Video]
კვირის აქცენტი: ადიგენის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატების დებატები [Video]
კვირის აქცენტი: ახალციხის მერობის კანდიდატები [Video]
კვირის აქცენტი:  მერობის კანდიდატები მეორე ტურის მოლოდინში
კვირის აქცენტი: ახალციხის მერობის კანდიდატები ოპოზიციური პარტიებიდან [Video]
ახალციხის მერობის კანდიდატები
ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს