FM97.5 / LIVE

ღია გაკვეთილი 'ქართული ოცნების' დროშებით

მთავარისიახლე, არჩევნები 29.09.2017
ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის ხატვის მასწავლებელზე, რომელმაც ქალაქის ცენტრში ღია გაკვეთილი „ქართული ოცნების“ დროშების ფონზე ჩაატარა, სკოლის დისციპლინური კომიტეტის იმსჯელებს. მომხდარს შეისწავლის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტიც.

ღია გაკვეთილი 'ქართული ოცნების' დროშებით

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის ხატვის მასწავლებელმა ნათელა ღლონტმა მეექვსე კლასელებს ღია გაკვეთილი ჩაუტარა. მოსწავლეებს, ასფალტზე ხატვის დროს, ეროვნულ დროშასთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დროშები ეკავათ.

აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა ტელეკომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ უკავიათ დროშები ხელში პედაგოგსა და მის მოსწავლეებს. ნათელა ღლონტი ტელეკომპანა ბორჯომის ჟურნალისტთან ადასტურებს, რომ დროშები ღია გაკვეთილზე თავად მიიტანა.

მოგვიანებით მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ დროშები მოსწავლეებმა ქალაქში, სკამებზე იპოვეს და აიღეს: „გაკვეთილს ვატარებდი, ეს დროშები იქვე, სკამებზე იყო, ბავშვებმა აიღეს და მეც ავიღე, გამოვართვი და ვხატავდი. არ მეცალა მე, დიდ ღონისძიებას ვატარებდი, ვერ გავაცნობიერე, სპონტანურად ავიღე ხელში. არასოდეს არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, რა ფიგურა გამხადეს. ერთი ჩვეულებრივი ხატვის მასწავლებელი ვარ“.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან სკოლის დირექტორი აცხადებს, ქალაქის ცენტრში ღია გაკვეთილის ჩატარების ინიციატივა ხატვის მასწავლებელს ეკუთვნოდა. რაც შეეხება დროშებს, სკოლის ადმინიტრაციისთვის უცნობია, საიდან მიიტანა ღია გაკვეთილზე აღნიშნული დროშები პედაგოგმა.

„ნათელა ღლონტი ღია გაკვეთილების ჩატარებით ცნობილია, სხვადასხვა ეროვნულ დღესასწაულზე ხშირად მართავს ასფალტზე ხატვის გაკვეთილებს. გაოცებული დავრჩი, როდესაც ტელევიზიის სიუჟეტი ვნახე. აღნიშნულ მასწავლებელს სკოლიდან არ გაუტანია არანაირი დროშა, გაიტანა მხოლოდ ფერადი ცარცები. მეც ველოდები მასწავლებლის ახსნას. არ ვიცი საიდან მიიტანა და რა მიზნით გამიყენა ეს დროშები“, – ამბობს სკოლის დირექტორი ჯული ჯინჯოლავა.

სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს: „ეს არის მასწავლებლის მხრიდან სკოლის შინაგანაწესის, ასევე, ეთიკის კოდექსის და განათლების კანონის დარღვევა, იმიტომ, რომ სკოლა არის აბსულუტურად აპოლიტიკური. მასწავლებელს არ აქვს უფლება მოსწავლე მსგავსი აქსესუარით გაიყვანოს, ეს იქნება ღია გაკვეთული თუ რაც იქნება“.

მომხდარის შესახებ ახსნა–განმარტებას ელოდება ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობაც: „ჩვენ არ ვართ საქმის კურსში. დაუკავშირდით დირექტორს და მისგან მიიღეთ ინფრომაცია. მეც ველოდები დირექტორისგან ახსნა–განმარტებას“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ვინაიდან ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისა და პოლიტიკური აგიტაციისგან, შესაბამისად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი დაინტერესდება ამ ფაქტით და შესაბამის ზომებს მიიღებს.


ღია გაკვეთილი 'ქართული ოცნების' დროშებით

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

პედაგოგს, რომელმაც ღია გაკვეთილი "ოცნების" დროშების ფონზე ჩაატარა საყვედური გამოუცხადეს
სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთში დროშები დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ახალციხეში დროშები დაუშვეს
ახალციხეში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთში დროშები დაუშვეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს