FM97.5 / LIVE

ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა ახალციხეში

მთავარისიახლე, განათლება 29.09.2017
ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრება – დღეს, 29 სექტემბერს, ახალციხის ამერიკულ კუთხეში ედუარდ კურტისის გამოფენა გაიხსნა.

ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა ახალციხეში

ედუარდ კურტისის ნამუშევრები დღეს საქართველოს ცხრა ამერიკის კუთხეში ერთდროულად გამოიფინა. გამოფენა შესავალი სიტყვით აბრეშუმის მუზეუმის კურატორმა სალომე ფაჩუაშვილმა გახსნა, რომელიც გახსნის ღონისძიებებს ინტერნეტით ჩაერთო.

ედუარდ კურტისი ამერიკელი ფოტოგრაფი და ეთნოგრაფი იყო. იგი 1868 წელს დაიბადა. მისი შემოქმედება ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ყოფასა და ტრადიციებს ასახავს. იგი 30 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ექსპედიციაში მონაწილეობდა, რა დროსაც ინახავდა ხმოვან შეტყობინებებს, იწერდა ინტერვიუებს და გადაიღო 40 000–ზე მეტი ფოტო, რითაც შემოგვინახა 80–ზე მეტი მკვიდრი ამერიკული ტომის მრავალფეროვანი და მდიდარი კულტურა.

ედუარდ კურტისის ბევრი ფოტო დადგმულია, რადგან ფოტოგრაფს უნდოდა, ეჩვენებინა ავთენტური გარემო გარესამყაროს კვალის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკვე დაკარგული იყო. მიუხედავად ამისა, მისი ნამუშევრები ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაძლევენ ადგილობრივი ხალხების კულტურის შესახებ.

წარმოდგენილი ფოტოები ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული ორიგინალის ასლებია. კურტისის 15 ფოტო ახალციხის ბიბლიოთეკაში 2 კვირის განმავლობაში დარჩება.

ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა ახალციხეში

ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა ახალციხეში

ამერიკელი ფოტოგრაფის ედუარდ კურტისის გამოფენა ახალციხეში

[sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკაში მიხეილ იაძის ნახატების გამოფენა გაიხსნა [Photo]
ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ციხეზე [ფოტო]
თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოგრაფის გამოფენა გაიმართება [R]
პაატა ბურჭულაძის ფონდს ახალციხეში ედუარდ კიკნაძე უხელმძღვანელებს
სამხატვრო სკოლაში გამოფენა წუთიერი დუმილით გაიხსნა [ფოტო]
საშობაო გამოფენა სამხატვრო სკოლაში
'ახალციხის ციხეზე' ქუთაისელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]