FM97.5 / LIVE

ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.09.2017
სახალხო დღესასწაული ‘შოთაობა’, რომელიც ვარძიაში ყოველწლიურად, მასშტაბურად აღინიშნებოდა, შესაძლოა წელს აღარ გაიმართოს.

ასპინძამ, შესაძლოა, ‘შოთაობა’ აღარ აღნიშნოს

ასპინძის გამგეობაში განმარტავენ, რომ შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მიმდინარე წლის 15 მაისს, კულტურის სამინისტრომ, „ახალციხის ციხეზე“, უკვე გამართა.

„ფაქტობრივად, ‘შოთაობა’ უკვე აღინიშნა და კულტურის სამინისტრომ დაანონსა კიდეც, რომ ყოველ წელს, 15 მაისს ჩატარდება. ერთი და იგივე დღესასაწაულს ორჯერ ხომ არ ჩავატარებთ?!“ – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

გამგეობაში ამბობენ, რომ არ არის გამორციხული სახალხო დღესასწაული მაინც გაიმართოს, თუმცა, მოკრძალებულად.

„ესეთი გრანდიოზული ვერ იქნება, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების შემდეგ, შევეცდებით მაინც ავღნიშნოთ, ისევ ვარძიაში, რადგან არ დაიკარგოს ტრადიცია“, – ამბობს პაპაშვილი.

კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ „ახალციხის ციხეზე“ შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაა.

„15 მაისი შოთა რუსთაველის დღედ დაწესდა და ღონისძიებებიც ახალციხეში გაიმართება. კულტურის სამინისტროს არანაირი უფლება არა აქვს ასპინძის გამგეობას უთხრას ჩაატაროს თუ არა ესა თუ ის ღონისძიება. თავიანთი გადასაწყვეტია“, – ამბობენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

ასპინძაში „შოთაობის“ აღნიშვნის ტრადიცია 1966 წელს დამკვიდრდა. 90–იან წლებში სახალხო დღესასწაული აღარ ტარდებოდა. 2008 წლიდან შოთა რუსთაველის იუბილე, ასპინძის გამგეობისა და გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის“ რედაქციის, ასევე საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით, სოფელ რუსთავის მიმდებარედ, რუსთაველის ძეგლთან იმართებოდა. 2013 წლიდან კი ასპინძის გამგეობის ინიციატივით, სახალხო დღესასწულის აღნიშვნამ რუსთავიდან, ვარძიაში გადაინაცვლა. სახალხო დღესასწაული ასპინძაში ყოველი წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში ტარდებოდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ხელისუფლება ვარძიაში, ოპოზიცია რუსთავში – სახალხო დღესასწაულის პოლიტიკური ელფერი
ვარძიაში  სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ იზეიმეს [Photo]
სახალხო დღესასწაული - ”შოთაობა”
ვარძიაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს
26 სექტემბერს ვარძიაში 'შოთაობის' დღესასწაულს იზეიმებენ
ვარძიაში „შოთაობა“ იზეიმეს
'შოთაობისთვის' გამოცხადებული ტენდერი არ შედგა