FM97.5 / LIVE

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 28.09.2017
ახალციხეში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენაზე, მოქალაქეების უმეტესობა მიკროავტობუსებით ჩამოვიდა. მათი ნაწილი ამბობს, რომ ტრანსპორტი გამგეობებმა დაიქირავა.

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან: ბორჯომიდან, ადიგენიდან, ასპინძიდან, ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან და ახალციხის სოფლებიდან შეიკრიბნენ.

მათი უმრავლესობა „ქართული ოცნების“ აქციაზე სამარშრუტო ტაქსებით ჩამოვიდა. „ოცნების“ მხარდამჭერები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ მათ ჩამოსვლას ორგანიზება ადგილობრივმა გამგეობამ გაუწია.

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

„მარშუტკა“ მოვიდა, ჩვენი სოფლის, რომ დადის და წამოვყევით, მაგრამ მარტო ჩვენ არ ვართ, ასპინძიდან კიდევ ბევრი წამოვიდა, თითქმის ყველა სოფლიდან არიან. მე როგორც ვიცი, გამგეობამ ჩამოგვიყვანა ყველა“, – გვითხრა ასპინძის სოფელ მირაშხანის მკვიდრმა ნაზი კახაძემ.
ნინოწმინდიდან ჩამოსული ადგილობრივებიც აცხადებდნენ, რომ ისინიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ, დაქირავებული სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანა.

„კანდიდატები უნდა დაასახელონ და ჩვენი კანდიდატიც აქ არის. გამგეობამ ჩამოგვიყვანა, დავესწრებით და ისევ წაგვიყვანენ“, – გვითხრა ნინოწმინდიდან ჩამოსულმა არუსაკ მკრტჩიანმა.

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

„ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელებაზე ჩამოსული იყვნენ ადიგენიდან, ბორჯომიდან და ახალციხის სოფლებიდანაც. ისინიც ამბობდნენ, რომ აქციაზე მიკროავტობუსებით ჩამოვიდნენ, თუმცა ვისი ორგანიზებით ჩამოვიდნენ და გადაიადეს თუ არა მგზავრობის თანხა, ამაზე რ საუბრობდნენ.

„აბასთუმნიდან მარშუტკებით ჩამოვედით. ჩვენი კანდიდატის წარდგენაა და თან კონცერტიც არისო. ყველა მოდიოდა და მეც წამოვედი“, – გვითხრა ერთ–ერთმა.

მერობის კანდიდატების წარდგენაზე, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ბორჯომიდან იყო. მათი დიდი რაოდენობა განსაკუთრებით ავტოსადგურის მიმდებრე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა, სადაც ათობით მიკროავტობუსი იდგა.

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

ბორჯომიდან ჩამოსულ მიკროავტობუსებს ნუმერაციაც ჰქონდათ.

„იმისთვის არის დანომრილი, რომ აქციიდან დაბრუნებულები ადვილად მიხვდნენ, რომელია მათი „მარშუტკა“ და ჩასხდნენ“, – გვითხრა ბორჯომის ერთ–ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა.

მძღოლები არ ამბობდნენ, ვისი დავალებით ჩამოიყვანეს ხალხი კანდიდატების წარდგენაზე და ვინ მოამარაგათ საწვავით.

„ჩამოვედი და უკან რომ დავბრუნდები, მერე მეტყვიან. ეგ მე არ მაინტერესებს და შენ რაში გაინტერესებს“, – გვითხრა ერთ–ერთმა მძღოლმა.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატების შეხვედრას პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მათი ნაწილი ორგანიზებულად, დაქირავებული მარშუტკებით, ნაწილი კი საკუთარი მანქანებით ჩამოვიდა.

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

„ამ პარტიის დიდი იმედი მაქვს, წინა ხელისუფლებასთან შედარებით უკეთესია. ზეწოლები არ მიდის, ძალით არავის მოვყავართ. სურვილი მქონდა და წამოვედი“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ელისო შაყულაშვილი.
კანდიდატების წარდგენაზე ვალიდან ჩამოვიდა პედაგოგი სუსანნა გალოიანიც: “ოცნების“ აგიტატორი ვარ, ჯგუფი შევაგროვე და ჩემით წამოვედი“.

სოფლის ცენტრში მისულ „მარშუტკას“ გამოჰყვა ახალციხეში შეხვედრაზე წნისელი პედაგოგი ლაურა კაველიძე: „იმედი გვაქვს, რომ ეს პარტია გაამართლებს“.

„ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე კოლეგასთან ერთად იმყოფებოდა პედაგოგი წნისიდან დარეჯან გოგოლაძეც: „ჩემი მანქანით ჩამოვდი, ამ პარტიის იმედი მაქვს“.

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

სკოლის პედაგოგების გარდა, აქციას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც. გუბერნიის, ახალციხის მერიის, მუნიციპალიტეტების გამგეობების, ასევე ბაღებისა და ბიბლიოთეკის გაერთიანების წარმომადგენლები.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 28 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთის მერობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიება 19:00 საათზე ესტარდის მომღერლების კონცერტით დაიწყო,20:00 საათზე კი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს ექვსი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარუდგინა.

კანდიდატების წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, რეგიონში "ოცნების" აქტივისტები იმ ადამიანების სიას ადგენდნენ, ვინც დღეს შეკრებას უნდა დასწრებოდნენ. კოორდინატორების მიერ გადაგზავნილ სიებს, მოგვაინებით, პარტიის ცენტრალური შტაბი ამოწმებდა, –ურეკავდნენ სიაში მყოფ ადამიანებს და ეკითხებოდნენ, ნამდვილად მიდიოდნენ თუ არა 28 სექტემბერს, ახალციხეში, კანდიდატების წარდგენაზე.

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

შეგახსენებთ, ამ ღონისძიების გამო, დილიდან, ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო. ცენტრალურ ქუჩასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა, წარდგენამდე 10 საათით ადრე, დილის 09:00 საათიდან გადაიკეტა. ამავე ღონისძიების გამო, საღამოს საათებში არ შესრულდა რამდენიმე შიდა, სოფლების მარშრუტიც.

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

ათობით მიკროავტობუსი 'ოცნების' შეხვედრაზე ხალხის ჩამოსაყვანად – რას აცხადებდნენ ადგილობრივები

[თინათინ ზაზაძე, ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

'ოცნების' კანდიდატების წარდგენის გამო, ქუჩები 10 საათით ადრე გადაიკეტა – ახალციხის ცენტრში მოძრაობა პარალიზებულია [Photo]
'ქართული ოცნების' კანდიდატების წარდგენამდე ახალციხეში კონცერტი იმართება [Photo]
„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძელებს მერობის კანდიდატი წარუდგინა
ნუგზარ სამარჯიშვილი: ‘ბაღის და სკოლის პედაგოგებს ‘ოცნების’ შეხვედრაზე წასვლას აიძულებენ’
შეკრების მონაწილეები: ‘ტრანსპორტი გამოგვიყვეს’
რატომ იყვნენ ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები 'ოცნების' შეკრებაზე
„ქართული ოცნება“ ხვალ სამცხე–ჯავახეთში მერობის კანდიდატებს წარადგენს