FM97.5 / LIVE

როგორ გაიხსენეს სამცხე–ჯავახეთში სოხუმის დაცემის დღე

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. სამცხე–ჯავახეთში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები ახალციხესა და ბორჯომში გაიხსენეს.

როგორ გაიხსენეს სამცხე–ჯავახეთში  სოხუმის დაცემის დღე

აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალი დღეს, 27 სექტემბერს რეგიონის გუბერნატორმა, ქალქ ახალციხისა და თემის ადგილობრივი თვითმმართველობების პირველმა პირებმა გვირგვინით შეამკეს.

როგორ გაიხსენეს სამცხე–ჯავახეთში  სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემის დღე და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს ბორჯომშიც.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქის სანაპირო სკვერში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. გარდაცვლილთა სულებისათვის პანაშვიდი გადაიხადა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსმა ლაზარემ.

როგორ გაიხსენეს სამცხე–ჯავახეთში  სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გვირგვინით მემორიალი არ შეუმკიათ რეგიონის დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

1992–93 წლებში აფზახეთის ომში სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან 16 მებრძოლი დაიღუპა მათ შორის: 4 ადიგენის, 8 ახალციხის, 2–2 კი ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან იყო. ომში მიღებული ჭრილობების გამო 14 ჯარისკაცი დაინვალიდდა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა – ახალციხეში გმირები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს
ახალციხეში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
25 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს