FM97.5 / LIVE

ათონელის ქუჩაზე ერთი თვის დაგებული ასფალტი აყარეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 27.09.2017
ახალციხეში, ათონელის ქუჩაზე ასფალტი ერთი თვის წინ დააგეს, თუმცა ისევ გადათხარეს. აქ სამუშაოებს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ასრულებს.

ათონელის ქუჩაზე ერთი თვის დაგებული ასფალტი აყარეს
როგორც ახალციხის მერიაში განგვიმარტეს, ათონელის ქუჩაზე ასფალტი დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს, ამ ეტაპზე კი მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ ახლადდაგებული ასფალტი ახალციხის N6 ბაგა–ბაღში სასმელი წყლის სისტემის შეყვანის გამო დააზიანეს.
„მოასფალტება არ დაუსრულებიათ და ისევ თხრიან. ხომ შეიძლებოდა ჯერ მოეწესრიგებინათ მიწისქვეშა სამუშაოები და მერე დაეგოთ ასფალტი“, – აცხადებენ ადგილობრივები.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ბერიძის განმარტებით აღნიშნული ადგილიდან ნამდვილად შეყავთ წყალი, თუმცა ასფალტი გაერთიანების დავალებით არ გადათხრილა.

„მაგ ადგილზე რაღაც დაზიანებულა, როდესაც შეკეთება დაიწყეს აღმოჩნდა, რომ 24–საათიანი წყალმომარაგების სიტემა გადის გადავწყვიტეთ, რომ ეს წყალი შემოგვეყვანა“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ნანა ბერიძემ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ახლადდაგებული ასფალტი არ დაეზანებინათ, სასმელი წყლის სისტემა ბაგა–ბაღში შენობის მეორე მხრიდან იქამდე შეიყვანეს, ვიდრე ასფალტი დაიგებოდა:“დაზიანების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეგვეძლო შეგვეყვანა 24–საათიანი წყალმომარაგება, არჩევანი გავაკეთეთ, ამიტომ მოხდა დაერთება ბაღის. სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია ასრულებს“.

„განშტოება შეიცვალა, დახლოებით 4 კვადრატია ასფალტის დაზიანებული, ჩვენ სამუშაოები უკვე დავასრულეთ“, – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივობის მართვის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე.

მისივე თქმით, ათონელის ქუჩაზე აყრილ ასფალტს, ის კომპანია დააგებს, რომელმაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა:„საგზაო სამშენებლო სამმართველო N1–მა“ შეასრულა ამ ქუჩაზე სამუშაოები, ეს საკითხი უკვე შეთანხმებული გვაქვს, რომ აღნიშნული კომპანია დააგებს ასფალტს. აქამდეც დააგებდა უბრალოდ ცუდმა ამინდებმა შეუშალათ ხელი“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ახლადდაგებული ასფალტი აყარეს რამდენიმე დღის წინ ქეთევან დედოფლის ქუჩაზეც, სადაც ძველი საკანალიზაციო სისტემა შეცვალეს.

ათონელის ქუჩაზე ერთი თვის დაგებული ასფალტი აყარეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე აყრილი ასფალტი ისევ არ დაუგიათ
ახალციხეში ახლადდაგებული ასფალტი ცხაურების მოსაწყობად გაჭრეს
სოფელ ბავრაში ახლადდაგებული ასფალტი დასკდა
ვინ უნდა შეაკეთოს რუსთაველის ქუჩაზე ამოჭრილი ასფალტი
რუსთაველის ქუჩაზე ამოჭრილი ასფალტი შეაკეთეს
ამოჭრილი ასფალტი და სახიფათო საცობები ახალციხის სამანქანო გზებზე