FM97.5 / LIVE

ხანძრის სამი კერა სამცხე–ჯავახეთში – 25 სექტემბერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.09.2017
25 სექტემბრის მდგომარეობით, სამცხე–ჯავახეთში ხანძრის სამი კერაა – ადიგენში, ღაღვის ტყეში; ბორჯომში – დაბა წაღვერის მიმდებარედ და ბორჯომი-ასპინძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, კოდიანის ტყეში.

ხანძრის სამი კერა სამცხე–ჯავახეთში – 25 სექტემბერი

ამ სამი კერიდან, ორ ლოკაციაზე – ღაღვისა და კოდიანის ტყეებში, მხოლოდ ცოცხალი ძალა და სახანძრო ტექნიკა მუშაობს. ადიგენში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა, კოდიანში კი მესამე დღეა ებრძვიან.

ადიგენში ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გაჩენილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრიდან მეხუთე დღეს ღაღვის ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ არის, შემცირებულია დაკვამლიანებაც.

ტორფი და ბუჩქნარი იწვის კოდიანის ტყეში, სადაც ხანძარი სამი დღეა მძვინვარებს. აქ ხანძარი კლდოვან რელიეფზეა გაჩენილი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ღაღვისა და კოდიანის ტყეებში, ამ ეტაპზე, ავიაციის ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

რაც შეეხება ხანძრის მესამე კერას, ბორჯომს, სადაც ხანძარი მეოთხე დღეა მძვინვარებს, აქ სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალ ძლასა და სახანძრო ტექნიკასთან ერთად, ჩრთულია ავიაციაც. დღეიდან ხანძრის ჩაქრობაში უკვე ოთხი ვერტმფრენი მონაწილეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ღია კერები აღარ ფიქსირდება, მკვეთრად შემცირებულია დაკვამლიანების დონეც.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოდიანის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთო
ხანძრის ერთი კერა სამცხე–ჯავახეთში–27 სექტემბერი
26 სექტემბრის მდგომარეობით, სამცხე–ჯავახეთში ხანძრის სამი კერა რჩება
კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ღაღვის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს
კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია