FM97.5 / LIVE

ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.09.2017
დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს, სამი დღეა ებრძვიან. დღეს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენიც ჩაერთო და ამ ეტაპზე, ცოცხალ ძალასა და სახანძრო ტექნიკასთან ერთაც, ცეცხლის ჩაქრობას სამი ვერტმფრენი ცდილობს.

ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამუშაოებს ქარი აფერხებს, – ახალი კერები არ ჩნდება, მაგრამ ქარის გამო ჩამქრალი კერები ღვივდება და ალდება. ისევ არის ტყეში დაკვამლიანებაც.

"ამ ეტაპზე მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება არის სტაბილური და სიტუაცია კონტროლე ექვემდებარება", – აცხადებენ სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეზობელი ქვეყნის აზერბაიჯანის ვერტმფრენნი ჩაერთო და ამ ეტაპზე ადგილზე სამი ვერტმფრენი მუშაობს: აზერბაიჯანის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ძალები და კერძო კომპანია "თუშეთის".

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია შსს–ს 500–ზე მეტი თანამშრომელი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 250-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი. ასევე, ხანძრის ჩაქრობაში ჩრთული არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

ხანძრის კერებამდე მისასვლელად, ტყეში გაიჭრა დაახლოებით 6 კილომეტრი გზა და ამ ეტაპზე სახანძრო მანქანები ცეცხლის კერებტან თავისუფლად მიდიან.

"ხანძრის ახალი კერები არ გვაქვს, ფაქტიურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ცეცხლი ლოკალიზებულია", - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.

ბორჯომის ხობაში, დაბა წაღვერში, ხანძარი 22 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძარი იგივე უბნებზე გაჩნდა, სადაც აგვისტოს თქვეში იყო. შეგახსენებთ, ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩნდა და ცეცხლს მეხანძრე-მაშველები, შსს–ს თანამშრომლები, ადგილობრივი და სხვა ქვეყნების ტექნიკისა და ავიაციის დახმარებით, 8 დღის განმავლობაში აქრობდნენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.11.2018 ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა

15.11.2018 ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო

15.11.2018 400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

15.11.2018 აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს აშენებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძრის მეორე დღე ბორჯომში – ცეცხლის კერებთან მისასვლელად გზას ჭრიან
წაღვერში ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს – ფოტო/ვიდეო მასალა სტიქიის ზონიდან
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
შსს: წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება