FM97.5 / LIVE

ვასილ კვინცხაძის შემოქმედებითი საღამო ახალციხეში

მთავარი 26.04.2013
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მესხი პოეტის ვასილ კვინცხაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ვასილ კვინცხაძის შემოქმედებითი საღამო ახალციხეში
შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით ”მესხი პოეტის შემოქმედება” ახალციხის კულტურის სამსახურის ინიციატივით მოეწყო. საღამოს ვასილ კვინცხაძის ახლობლები, მეგობრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვასილ კვინცხაძის ლექსები მისმა ახლობლებმა წაიკითხეს. მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები კი ზაზა თამარაშვილის გუნდმა ”მესხეთმა” შეასრულა.

”ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ამდენი ხალხი გაფასებს და ასეთ შეხვედრას გიწყობენ, 76 წლის ვარ და თავს 25 წლის ახალგაზრდად ვგრძნობ, ისე აღმაფრთოვანა ამ სიკეთემ”, - ამბობს ვასილ კვინცხაძე.

საღამოს დასასრულს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თამარ გოგოლაძემ ვასილ კვინცხაძეს სიმბოლური საჩუქარი საქართველოს სურათების კატალოგი გადასცა.

ვასილ კვინცხაძე 1937 წლის 23 ნოემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დგვარში დაიბადა. 1957 წელს სოფელ ტაძრისის საშუალო სკოლა დაამთავრა და ამავე წელს თვითშემოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიულ განყოფილებაზე ჩაირიცხა. სასწავლების დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. 1965 წლიდან ახალციხის სარაიონო კულტურის სახლის ქორეოგრაფად და სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. 1975 წელს საკავშირო ფესტივალის ლაურეატი გახდა. 1992-2006 ლებში კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ძეგლთა დაცვის ინსპექტორად მუშაობდა.
2000 წელს ღირსების ორდენი მიენიჭა. არის მრავალგზის გამარჯვებული მხატვრული კითხვის კონკურსში - ”კითხულობს პედაგოგი”.

ვასილ კვინცხაძეს რამდენიმე კრებული აქვს გამოცემული, სადაც საკუთარი ლექსებია შესული. უახლოეს მომავალში კი კრებულის გამოცემას გეგმავს. იგი ახალგაზრდებს ქართულ ცეკვას ასწავლის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურში განმარტავენ, რომ მსგავსი საღამოების გაართვა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

ვასილ კვინცხაძის შემოქმედებითი საღამო ახალციხეში
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველობამ ახალციხელი სახალხო მთქმელის ლექსების კრებული გამოსცა
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა
ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია
ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე შერჩეულია
ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
ახალციხეში ნორჩი პოეტების საღამო გაიმართა
ახალციხის გამგეობამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა