სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ხანძრის მეორე დღე ბორჯომში – ცეცხლის კერებთან მისასვლელად გზას ჭრიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2017
ბორჯომის ხეობაში, წაღვერში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, დღეს დილიდან ვერტმფრენი და სახანძრო ტექნიკა მუშაობს. დამატებით, ცეცხლის კერებთან მისასვლელად ახალ გზებს ჭრიან.

ხანძრის მეორე დღე ბორჯომში – ცეცხლის კერებთან მისასვლელად გზას ჭრიან

როგორც ადგილზე მყოფი, "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი, თინათინ ზაზაძე იუწყება, ვერტმფრენი დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. სახანძრო მანქანები კი სტიქიის ზონაში, წინა ხანძრის დროს გაჭრილი გზებით მიდიან და ასევე აქტიურად მუშაობე ცეცხლის კერებთან.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკას ახალი გზაც გაჰყავს.

ბორჯომის ხეობაში შექმნილია სპეციალური შტაბიც, თუმცა, ამ ეტაპზე აქ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი არ იმყოფება. ბორჯომის ხეობაში მობილიზებულია საპატრულო სამსახური და მკაცრად კონტროლდება პერიმეტრი, ჟურნალისტებს უშლიან სტიქიის ზონასთან მიახლოებას.



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილიდან, წაღვერში, ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს შსს-ს ვერტმფრენი.



ბორჯომის ხობაში, დაბა წაღვერში, ხანძარი გუშინ, 22 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძარი იგივე უბნებზე გაჩნდა, სადაც აგვისტოს თქვეში იყო. შეგახსენებთ, ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩნდა და ცეცხლს მეხანძრე-მაშველები, შსს–ს თანამშრომლები, ადგილობრივი და სხვა ქვეყნების ტექნიკისა და ავიაციის დახმარებით, 8 დღის განმავლობაში აქრობდნენ.

ადგილობრვები ფიქრობენ, რომ განმეორებით ხანძარი ბორჯომში შესაძლოა ცეცხლის ძველი კერებიდან გაჩენილიყო. არ გამორიცხავენ უამინდობასაც, – გუშინ წაღვერში ძლიერი ჭექა–ქუხილი იყო და ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ხანძარი მეხის ჩამოვარდნას გამოეწვია.



[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
წაღვერში ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს – ფოტო/ვიდეო მასალა სტიქიის ზონიდან
ვითარება წაღვერში ხანძრიდან მესამე დღეს
წაღვერის მცხოვრებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე [Photo/Video]
სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება