FM97.5 / LIVE

ღარღვლის ტყეში ცეცხლის კერებთან სახანძრო ტექნიკა მივიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.09.2017
ადიგენში, ღარღვლის ტყეში სახანძრო ტექნიკა, რომელიც მიუვალი ადგილის გამო, ხანძრის კერებთან მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებდა, უკვე შეყვანილია. მძიმე ტექნიკამ კი ტყის მასივში გზების გაჭრა უკვე დაასრულა.

ღარღვლის ტყეში ცეცხლის კერებთან სახანძრო ტექნიკა მივიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადიგენში, სოფელ დერცელის მიმდებარედ ტყის მასივში ცეცხლის კერებს უკვე სახანძრო ტექნიკა, წყლის ჭავლებით აქრობს.

ბოლო მონაცემებით, ტერიტორიაზე ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს და არც დაკვამლიანება შეინიშნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ თუ კლიმატური პირობები ხელს შეუწყობს, ცეცხლის ლოკალიზება დღის ბოლომდე მოხდება.

ხანძარი სოფელ დერცელიდან 10 კმ–ში, ღარღვლის ტყეში გუშინ, 21 სექტემებერს საღამოს გაჩნდა. აქ მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე–მაშველები ბარებით ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას, რადგან მიუდგომელი ადგილის გამო, სახანძრო ტექნიკის შეყვანას ვერ ხერხდებოდა.

დღეს, 22 სექტემბერს დილიდან კი, მათთან ერთად ხანძრის ქრობის სამუშაოებში ადიგენის სოფლებიდან 100–ზე მეტი მოხალისე ჩაერთო.

დღის განმავლობაში, რეგიონის მეხანძრე–მაშველების გარდა, სტიქიის ზონაში, დამატებითი სახანძრო ტექნიკის ან ვერტმფრენის ჩართვა აუცილებელი არ გამხდარა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ამის საჭიროება არც ახლაა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენში, ღარღვლის ტყეში ხაძნრის ჩასაქრობად მოხალისეების მობილიზება დაიწყო
ღაღვის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
სვირის ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ არის
ღარღვლის ტყეში ხანძრის კერებამდე მისასვლელად გზებს ჭრიან [photos/Video]
კოდიანის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთო
კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ადიგენში, ღარღვლის ტყეში ხანძარია