FM97.5 / LIVE

შემოწმდება თუ არა საქონელი ბრუცელოზზე სოფელ ანში

მთავარი 26.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში უკვე რამდენიმე თვეა პირუტყვის დაავადება ბრუცელოზია გავრცელებული. 600 სული საქონელიდან შემოწმება მხოლოდ 100 ჩაუტარდა. როდის შემოწმდება დანარჩენი საქონელი ჯერ გარკვეული არაა

შემოწმდება თუ არა საქონელი ბრუცელოზზე სოფელ ანში

სოფელ ანში დაავადება დაახლოებით სამი თვის წინ გავრცელდა. მარტის შუა რიცხვებში კი სოფელში დაახლოებით 100 საქონელი შემოწმდა, შემოწმებული საქონელიდან ბრუცელოზი 22-ს აღმოაჩნდა. აღნიშნული საქონელი დაიკლა და მათი რეალიზაცია მოხდა. დანარჩენი პირუტყვი კი ამ დრომდე შეუმოწმებელია. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ვერიკო გულუა ამბობს, რომ დანარჩენი საქონლის შემოწმება ნამდვილად იგეგმება, თუმცა ჯერ უნდა გაირკვეს რა რაოდენობის პირუტყვი უნდა შემოწმდეს.

- ”არ არსებობს პრაქტიკა, რომ ამ დაავადებაზე პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩატარდეს. დაავადების შემცირების ერთადერთი საშუალებაა, რომ პერიოდულად მოხდეს სისხლის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა. დადებითად მორიაგირე ცხოველი უნდა დაიკლას. როგორც წესი ეს არაა განსაკუთრებით საშიში დაავადება. გადადუღების და თერმულად დამუშავების შემთხვევაში შესაძლებელია ხორც-პროდუქტების და ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღება”, - განმარტავს ვერიკო გულუა.

იმისათვის, რომ დაახლოებით 500-მდე პირუტყვს ლაბორატორიული შემოწმება ჩაუტარდეს, გარკვეული თანხაა საჭირო. რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”მერსი კორფსი” გამოყოფს. ვერიკო გულუას განმარტებით, აღნიშნულ ორაგინიზაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- ”მათ გამოთქვეს სურვილი, რომ დანარჩენ საქონელზე სისხლის ნიმუშების აღება დააფინანსონ. ამასთან ერთად დაზუსტდება შემოწმება რა რაოდენობის საქონელს ჩაუტარდება. ამ წუთისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ღონისძიებები უახლოეს მომავალში გატარება”, - განმარტავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მერსი კორფსის” წარმომადგენელი ნინო ლომიძე განმარტავს, რომ სოფელ ანში საქონლის შესამოწმებლად დაახლოებით ექვსი ათას ლარამდეა საჭირო. ამის შესახებ საკუთარ ხელმძღვანელობასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

- ”ჩვენი მხრიდან იყო და არის მზადყოფნა, მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას დავეხმაროთ. პრინციპში ითხოვენ, იმას რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სინჯები აიღოს და მოხდეს მისი ლაბორატორიული შემოწმება. ჩვენ უნდა დავაფინანსოთ ლაბორატორიის ხარჯები - ამბობს ნინო ლომიძე და ამატებს, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან - ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა".

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ შეთანხმება ფაქტობრივად უკვე მიღწეულია. თუმცა, ვიდრე საქონლისსთვის სისხლის აღება და ლაბორატორიულად შემოწმება მოხდება, გარკვეული პროცედურებია გასავლელი.

- ”პირველ ეტაპზე ყველა პირუტყვი იქნება შესწავლილი და ამის შემდგომ განხორციელდება მეორე ეტაპი. შეთანხმება უკვე მიღწეული გვაქვს, უბრალოდ საბუთებთან დაკავშირებით რაღაც პროცედურებია გასავლელი, რომელსაც ახლო მომავალში დავამთავრებთ”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოავლეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ვის მოუხდა თავის მართლება გამგეობის ტრადიციულ თათბირზე
სოფელ ანში ბრუცელოზი კიდევ შვიდ ძროხას აღმოაჩნდა
სოფელ ანში ისევ ბრუცელოზია
წყრუთში პიროპლაზმოზი გავრცელდა
სოფელ ანში ბრუცელოზის შემთხვევებმა იმატა

სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება