FM97.5 / LIVE

ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვის

მთავარიეკონომიკა 26.04.2013
ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე გატანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომელიც 13 000 კვმ-ზეა განთავსებული თითქმის ყოველდღიურად იწვის. ძლიერი კვამლით და სუნით ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები შეწუხებულები არიან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვის
ბორჯომის გარდა ახალდაბის და ახლომდებარე სოფლებიდან გატანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სოფელ ქვაბისხევის ტერიტორიაზე იყრება. ყოველდღიურად 4 ნაგავმზიდს საყოფაცხოვრებო ნარჩენები აღნიშნულ ტერიტორიაზე გააქვს.

ქვაბისხევთან, სადაც ყოველდრიურად ტონობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები თავსდება ახლომდებარე სოფლებიდან პირუტყვიც დადის. ადგილობრივები ამბობენ რომ ძლიერმა ნამწვის სუნმა შესაძლოა ადამიანის და საქონლის მოწამვლა გამოიწვიოს.

ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნული საკითხის შესახებ იციან და ამბობენ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება, რაც შეეხება ცეცხლის გაჩენას, ის თვითნებურად, ნარჩენებში დაგროვილი აირების გამო ხდება.

ბორჯომის მინიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დავით მარგველაშვილი ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში ნაგავსაყრელის პრობლემა მოგვარდება.

ქვაბისხევის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.

პროექტის, რომლის ბიუჯეტიც 1 300 000 ლარია, ჰოლანდიელი ინვესტორები დააფინანსებენ. გადამამუშავებელი ქრხნის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ობიექტის მშენებლობას მეთვალყურეობას ქართული მხარე გაუწევს.

- ”უკვე ვიყავი ეკონომიკის სამინისტროში და შეთანხმებული პროექტი წამოვიღე. სამშენებლო კომისიამ ნებართვაც მოგვცა. პროექტზე კეთლმოწყობის სამსახურის თანამშრომლები იმუშავებენ”, - ამბობს დავით მარგველაშვილი.

[თინათინ ზაზაზე, ბორჯომი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხულგუმოში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხევიდან მდინარე ფარავანში ჩადის [Photo]
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს
აკვამლებული ნაგავსაყრელი ბორჯომში
ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო
ნარჩენებით სავსე ახალციხის გარეუბნები და შეწუხებული მოსახლეობა
ახალციხის სოფლებში ნაგვის კონტეინერებს დადგამენ
ახალციხეში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დაიწყო