FM97.5 / LIVE

თამარაშვილის N25–ში მცხოვრებლები ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.09.2017
ახალციხეში, თამარაშვილის #25–ში მცხოვრებლები, კორპუსის ეზოდან იმ ნაგვის გატანას ითხოვენ, რომელიც მათი სათავსოების აღების შემდეგ დარჩა.

თამარაშვილის N25–ში მცხოვრებლები ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ

თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ორ თვეზე მეტია თავიანთ ეზოში დიდი რაოდენობით დაგროვებული ნაგავი ყრია, თუმცა წასაღებად, კეთილმოწყობის სამსახურიდან, მიმართვის მიუხედავად, არავინ მისულა.

„არაჰიგიენურია, დაბინძურებულია აქაურობა, საშინიელი სუნი დგას, ვირთხები და თაგვები აქ დარბიან, ცხელა და საშინელი მდგომარეობაა“, – ამბობს აქ მცხოვრები ნანული კვირიკაშვილი.

თამარაშვილის ქუჩის #25–ში 50–ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

„წვიმები თუ დაიწყო, მაშინ უნდა ვნახოთ აქ სანახაობა. ბავშვები არიან, თამაშობენ და მილიონ ბაქტერიებს იდებენ. მოვიდნენ, გაიტანონ ეს ნაგავი და ჩვენც დავეხმარებით დალაგებაში“, – გვეუბნება მედია მურადაშვილი.

ადგილობრივების თქმით, ეზოში საყოფაცხოვრებო ნარჩენები მას შემდეგ დარჩა, რაც ეზოს გაფართოების მიზნით სათავსოები აიღეს. მათ ნარჩენების გატანის მოთხოვნით, ორი თვის წინ დასუფთავების სამსახურსაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.

დასუფთავების სამსახურისათვის მიმართვას უარყოფს, შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი გიორგი ლონდარიძე, თუმცა, ამატებს, რომ პრობლემის შესახებ იცის და ორ დღეში ნარჩენების გატანასაც აპირებს.

„არავის არ მოუმართავს, შემთხვევით გავიარე და დავინახე, რომ ეზო მაგ დღეში იყო. ის მანქანა, რომლითაც უნდა გავიტანოთ, შესაკეთებელი მყავს. ხვალ ან ზეგ შევაკეთებთ და მოვასუფთავებთ. წესით ეგ ჩვენი ვალდებულება არ არის, ადგილობრივების სათავსოების ნარჩენებია და მათვე უნდა მიეხედათ“, – განმარტავს ლონდარიძე.

თამარაშვილის N25–ში მცხოვრებლები ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ

თამარაშვილის N25–ში მცხოვრებლები ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნარჩენების სუნი ახალციხეში რვასართულიანი კორპუსის ბუნკერიდან არა მხოლოდ ადგილობრივებს აწუხებთ
სამშენებლო ნარჩენები სასწავლებლის ეზოში – პოლიტიკა თუ უდროობა
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
ახალი ნაგვის ურნები მეზობლებს შორის უთანხმოების  მიზეზი გახდა
ახალციხის ქუჩებს არაოფიციალური ნაგავსაყრელებისგან წმენდენ
თამარაშვილის ქუჩაზე ეზოს მოასფალტებას ითხოვენ
‘კეთილმოწყობამ’ თამარაშვილის ქუჩიდან ნაგავი გაიტანა  [Photo]