FM97.5 / LIVE

ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

მთავარიპოლიტიკა 25.04.2013
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამგეგლის ორი მოადგილე და ორი სამსახურის უფროსი უკვე დანიშნულია. დანარჩენი სამსახურის უფროსები პირველ მაისს დაინიშნებიან.

ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების თანახმად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოციალურ საკითხებში დიმიტრი ყიფიანია. სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი ამ თანამდებობაზე გიორგი გიუაშვილი იმუშავებს.

გამგებლის ორი მოადგილე ოფიციალურად გუშინ, 24 აპრილს დაინიშნენ.

რაც შეეხება გამგებლის მესამე მოადგილეს, რომელიც ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობს, ჯერ არ შეცვლილა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე განმარტავს, რომ აღნიშნული პიროვნება ბიულეტენზე იმყოფება, შესაბამისად მისი შეცვლა ჯერ არ მომხდარა.

”გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დაახლოებით 15 განცხადება იყო შემოსული, გასაუბრებაზე ექვსი ადამიანი მოვიდა. მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდა”, - განმარტავს დიმიტრი ბერიძე.

გარდა გამგებლის მოადგილეებისა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი სამსახურების უფროსების თანამდობებზეც გამოცხადდა. კანდიდატები უკვე შერჩეულია. მათი ნაწილი თანამდებობაზე დღეს, ნაწილი კი 1 მაისს დაინიშნება.

”ეკონომიკის სამსახურის უფროსად გიორგი ტალახაძე დაინიშნა. ადმინისტრაციულ სამსახურში ლევან ნატბელაძემ დაიწყო მუშაობა, საფინანსო სამსახურში მაია ბოჭორიშვილი, კულტურის სამსახურში კი მარინა გელაშვილი დაინიშნება, - განმარტავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამატებს, რომ კონკურსი მხოლოდ სოციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ ჩატარებულა, რადგან აღნიშნული სამსახურის უფროსიც ბიულეტენზეა გასული.

გარდა ამისა, დღეს ჩატარდა კონკურსი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების თანამდებობებზე. 11 რწმუნებულის დანიშვნა ორი დღის ვადაში უნდა მოხდეს.

”დღეს გავესაუბრებით კონკურსის მონაწილეებს, მათ მიენიჭებათ ქულები, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, იქნება ისევ ორი დღის საპრეტენზიო ვადა გათვალისწინებული და ამის შემდგომ მოხდება მათი დანიშვნა”, - განმარტავს დიმიტრი ბერიძე.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
ადიგენში საკადრო ცვლილებები დაიწყო
ბორჯომში გამგებლის მოვალეობას გიორგი ჭანკოტაძე ასრულებს
ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა
საკადრო ცვლილებები ახალქალაქის გამგეობაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 96 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა
ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება