FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.10.2017
ხვალიდან, 10 ოქტომბრიდან, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ეროვნული დრამატურგიის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი 20 წარმოდგენას იხილავს.

მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება

ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი წელს მეოთხედ ტარდება.

„ქართულ დრამატრუგიაში ძალიან მძიმედ მიდის საქმე, ხელი რომ შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას და მცირე წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში, ეს ფესტივალი სწორედ ამას ემსახურება. გარდა ამისა, მესხეთში ჩვენი მაყურებელი იმსახურებს, რომ ორ წელიწადში ერთხელ მაინც საქართველოს თეატრების სპექტაკლები ნახოს“, – ამბობს მესხეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

ფესტივალი, 10 ოქტომბერს გაიხსნება. ფესტივალის გახსნის დღეს, 18:00 საათზე, თეატრის ეზოში საზეიმო კოსტიუმირებული სანახაობა მოეწყობა, 19:00 საათზე კი პირველ წარმოდგენას გამართავს თბილისის თავისუფალი თეატრი. ნაჩვენები იქნება ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლი „ხალხის იმედი“.

ფესტივალს მესხეთის თეატრის სპექტაკლი დახურავს.

„50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თეატრმა სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიიღო, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ფესტივალს ჩვენ დავხურავთ. იქნება საზეიმო განწყობა, მოვიწვევთ ჩვენს ძველი მსახიობებს, რომლებმაც სახელმწიფო თეატრს ჩაუყარეს საფუძველი, გვეყოლება ძალიან ბევრი სტუმარი“, – ამბობს ლია სულუაშვილი.

ერთი სპექტაკლის ფასი 5 ლარია, აბონემენტის შეძენის შემთხვევაში კი მაყურებელს სპექტაკლის ნახვა 2.50 ლარად შეეძლება. თეატრის ადმინისტრაციის განმარტებით, იქნება ორი აბონემენტი, თითოეულში 10 სპექტაკლი გაერთიანდება და ერთი აბონემენტის ფასი 25 ლარი იქნება.

გთავაზობთ ფესტივალის პროგრამას:
10 ოქტომბერი – თავისუფალი თეატრი „სხვების ცხოვრება“( რეჟ. ავთ. ვარსიმაშვილი)
11 ოქტომბერი – გორის თეატრი, „კამანის გულწითელა თეთრი მტრედი“ (რეჟ: ს ნემსაძე);
12 ოქტომბერი – ქუთაისის თეატრი, „ბულბულის ნისკარტი“ ( რეჟ: გ. სიხარულიძე);
13 ოქტომბერი – სენაკის თეატრი, „ბაკულას ღორები“ ( რეჟ. კ გოგიძე);
14 ოქტომბერი – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, „ნანილი“ (რეჟ: ნ. ბაგრატიონ–გრუნზინსკი);
15 ოქტომბერი – ზესტაფონის თეატრი, „მაცეკვე ტანგო“ (რეჟ: მ.ტყემალაძე);
16 ოქტომბერი – ჭიათურის თეატრი, „მეთევზე ერთი–ორი“ (რეჟ: გ.შალუტაშვილი);
17 ოქტომბერი – თელავის თეატრი, „სახურავი“ (რეჟ: ნ. ხუსკივაძე);
18 ოქტომბერი – ილიაუნის თეატრი, „ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“ (რეჟ: მ. ჩართოლიანი);
19 ოქტომბერი – ახმეტელის თეატრი, „სტუმარ–მასპინძელი“ (რეჟ: ი. გოგია);
20 ოქტომბერი – ცხინვალის თეატრი, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, _რეჟ: გ.კაპანაძე);
22 ოქტომბერი – ბათუმის თეტრი, „სამშობლო მცირეთა და მრავალთა“ (რეჟ: ზ. სიხარულიძე);
23 ოქტომბერი – რუსთაველის თეატრი, „სტუმარი“ (რეჟ: გ. გორგოშიძე);
24 ოქტომბერი – მოზარდმაყურებელთა თეატრი, „არ დამივიწყო“ (რეჟ: დ. ღვთისიაშვილი);
25 ოქტობერი – მარჯანიშვილის თეატრი „პეიზაჟს აკლია სითბო“ (რეჟ: დ. ღვთისიაშვილი);
26 ოქტომბერი – ოზურგეთის თეატრი „დარაბებეს მიღმა გაზაფხულია“ (რეჟ: ვ. ჩიგოგიძე);
27 ოქტომბერი – ფოთის თეატრი, „დიქტატურა“ (რეჟ: დ. მღებრიშვილი);
28 ოქტომბერი – ზუგდიდის თეატრი „მარად და ყველგან“ (რეჟ: ბ. წერედიანი);
29 ოქტომბერი – პანტომიმის თეატრი, „ვეფხვისტყაოსანი“ (რეჟ: ა. შალიკაშვილი);
30 ოქტომბერი – მესხეთის თეატრი, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟ: კ. გოგიძე);

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რას ნახავს მაყურებელი ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე
რა სპექტაკლებით გრძელდება დრამატურგიის ფესტივალი
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს
დღეიდან ეროვნული დრამატურიგიის V საერთაშორისო ფესტივალი იწყება
რას ნახავთ ეროვნული დრამატურგიის V  თეატრალურ ფესტივალზე
დრამატურგიის ფესტივალზე დასასწრები აბონემენტის ღირებულება შემცირდა
ახალციხეში თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლს გამართავს