FM97.5 / LIVE

არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით შსს–მ და ცესკომ მემორანდუმი გააფორმეს

მთავარისიახლე, არჩევნები 19.09.2017
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით  შსს–მ და ცესკომ მემორანდუმი გააფორმეს

„არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის უმთავრესი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა შსს-სა და ცესკოს თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო. მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციების გათვალისწინებით გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები წინასაარჩევნო პერიოდში ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

შს სამინისტროსა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შს მინისტრმა 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ბრძანება გამოსცა
არჩევნებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
შსს: არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ახალციხესა და ბორჯომში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა
112-სა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]
ცესკოს ინფორმაციით ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს