FM97.5 / LIVE

ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი შვილების დასაბრუნებლად სარჩელს ამზადებს

მთავარისიახლე, სამართალი 18.09.2017
ახალციხეში ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ორი მცირეწლოვანი შვილის დასაბრუნებლად, რომლებიც ახლა ქმრის მშობლებთან ცხოვრობენ, სამოქალაქო დავას იწყებს.

ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი  შვილების დასაბრუნებლად სარჩელს ამზადებს

ადვოკატი სამოქალაქო სარჩელს ამზადებს და კვირის ბოლომდე სასამართლოში შეიტანს, რომლის მიხედვითაც დაჭრილ ქალს სასამართლოს გზით შვილების მიკუთვნება სურს. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ იურისტის ედვარდ მარიკაშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში ქმრის მშობლები, დედას შვილებთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ქმარს, რომელმაც დაჭრა და ახლა პატიმრობაშია, უკვე შეურიგდა.

„საქმის მასალებს დეტალურად გავეცანი, გავეცანი იმ სიტუაციასაც თუ რა ურთიერთობა აქვს დედას და შვილებს. ახლა ვამზადებ და ძალიან მალე სარჩელსაც შევიტანთ სასამართლოში“, – ამბობს ედვარდ მარიკაშვილი.

მისივე თქმით, დაჭრილ ცოლს სასამართლო დავის წამოწყება ქონებასთან დაკავშირებითაც სურდა, თუმცა იმის გამო, რომ ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ არიან, კანონით დავა ვერ შედგებოდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ქმარმა ცოლი 25 ივლისს დაჭრა. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ.რ.-ს, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ო.რ.-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 27 ივლისს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 118-ე მუხლის ასევე პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი სამოქალაქო დავას დაიწყებს
პროკურატურა ახალციხეში მომხდარზე: მამაკაცმა სიდედრს ზურგზე ელექტროშოკი მიადო, ცოლი კი პისტოლეტით დაჭრა
მამაკაცს, რომელმაც ახალციხეში ცოლი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
იმ მამაკაცის სასმართლო პროცესი, რომელმაც ცოლი დაჭრა და სიდედრი აწამა, ერთი თვით გადაიდო
ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, შვილების დასაბრუნებლად სასამართლო დავაზე უარს ამბობს
ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს