FM97.5 / LIVE

რა შემადგენლობით ჩაატარებენ არჩევნებს საოლქო კომისიები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 18.09.2017
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სამცხე–ჯავახეთში საოლქო საარჩევნო კომისიები უკვე დაკომპლექტდა. წელს ყველა კომისიაში ცვლილებაა, მათ შორის, ასპინძაში კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა.

რა შემადგენლობით ჩაატარებენ არჩევნებს საოლქო კომისიები

სამცხე–ჯავახეთში ექვსი საოლქო–საარჩევნო კომისია მუშაობს. ორ კვირაზე მეტია ყველა ოლქი აქტიურ საარჩევნო რეჟიმშია. დასრულებულია წევრების დაკომპლექტებაც.

განსაკუთრებული ცვლილებები წელს ასპინძაშია. ამ არჩევნებზე აპინძას ახალი თავმჯდომარე ჰყავს, რადგან ყოფილი თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძე „ქართულმა ოცნებამ“ ასპინძაში მერობის კანდიდატად წარადგინა. მაგრაქველიძის შემდეგ ასპინძის საოლქო კომისიას ყოფილი მდივანი, ნიკოლოზ ლოლაძე ხელმძღვანელობს. მდივნის ფუნქცია კი ახალდამატებულმა წევრმა ნინო ბერიძემ შეითავსა.

ასპინძისგან განსხვავებით, კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები არ შეცვლილან სხვა ოლქებში, თუმცა, ყველგან შეიცვალა წევრები.
გასული წლებისაგან განსხვავებით, წელს კვალიფიციურ სუბიექტებს გამოეთიშნენ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ და მათი ადგილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ დაიკავა.

ახალციხე


#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ცესკოს ორი წევრი თამარ მაისურაძე და შორენა პარუნაშვილი დაემატნენ. მუდმივმოქმედი წევრები აღარ არიან ქეთევან ივანიძე და ლია სუდაძე, რომლებიც კომისიის წევრები წინა არჩევნებზე იყვნენ.

რაც შეეხება პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს, აქაც ცვლილებებია. „ქართულ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი წელს ნათია დევაძე იქნება. პარტიიდან ბოლო რამდენიმე არჩევნები საოლქოში წარმომადგენელი როინ თაქთაქიძე იყო. ახალი წარმომადგენელი ლელა შუბითიძე ჰყავს „ერთიან ნაციონალური მოძრაობასაც“, რომელსაც წინა არჩვენებზე ეკატერინე ჩიტაშვილი წარმაოდგენდა, ახლა იგი კომისიაში „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს. წელს კომისიის წევრად „საქართველოს ქრისტიან–კონსერვატიული პარტიიდან“ „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში“ გადაინაცვლა მირანდა კბილაშვილმა. მის მსგავსად პარტია შეიცვალა და საოლქოში „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრად წარსდგა ირინა ნათენაძეც, რომელიც წინა არჩვენებზე „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში“ იყო.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა:


1. გავაშელი თეა, თავმჯდომარე – ცესკო;
2. გოზალიშვილი ელგუჯა, თავმჯდომარის მოადგილე – ცესკო;
3. ნებაძე სოფიკო, მდივანი – ცესკო;
4. მაისურაძე თამარი, წევრი – ცესკო;
5. კირაკოსიან კარაპეტ, წევრი – ცესკო;
6. პარუნაშვილი შორენა, დროებითი წევრი – ცესკო ;
7. დევაძე ნათია, დროებითი წევრი – პ/გ „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;
8. შუბითიძე ლელა, დროებითი წევრი – პ/გ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
9. მღებრიშვილი თამარი, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ ;
10. ჩიტაშვილი ეკატერინე, დროებითი წევრი – პ/გ „ევროპული საქართველო“ ;
11. კბილაშვილი მირანდა, დროებითი წევრი – პ/გ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ;
12. ნათენაძე ირინე, დროებითი წევრი – პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;
13. მელიქიძე მარიეტა, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

ადიგენი


#38–ე ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მუდმივმოქმედი მხოლოდ ერთი წევრი ნათია ნოზაძე შეიცვალა და მის მაგივრად ქეთევან ობოლაშვილი დაინიშნა.

რაც შეეხება კვალიფიციური სუბიექტების წარმომადგენლებს, ცვლილებებია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, წელს პარტიის წარმომადგენელი ცირა ჭაღიაშვილის ნაცვლად ვასილ გიქოშვილი იქნება.

#38–ე ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა:

1. მაჭარაშვილი ჯაბა, თავმჯდომარე – ცესკო;
2. ტყემალაძე იმედა, თავმჯდომარის მოადგილე – ცესკო;
3. ადოშვილი ლელა, მდივანი – ცესკო;
4. ბერიშვილი თეა, წევრი – ცესკო;
5. დანგაძე თეა, წევრი – ცესკო;
6. ობოლაშვილი ქეთევან, დროებითი წევრი – ცესკო;
7. ჭიჭინაძე ნონა, დროებითი წევრი – პ/გ „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;
8. გიქოშვილი ვასილ, დროებითი წევრი – პ/გ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
9. მერაბიშვილი თინათინი, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ ;
10. ჭაღიაშვილი ცირა, დროებითი წევრი – პ/გ „ევროპული საქართველო“ ;
11. გოგნაძე ნინო, დროებითი წევრი – პ/გ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“;
12. მინაძე მაია, დროებითი წევრი – პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;
13. ბახტურიძე მანანა, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

ასპინძა


ასპინძის საოლქო კომისიაში „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველოდან“ წევრი თამარ აბულაძე წელს პარტიამ რუსუდან გიორგაძით ჩაანაცვლა. აბულაძე კი კომისიაში „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულ პარტიას“ წარმოადგენს.

#39–ე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია:
1. ლოლაძე ნიკოლოზ, თავმჯდომარე – ცესკო;
2. ივანიძე გივი, თავმჯდომარის მოადგილე – ცესკო;
3. ბერიძე ნინო, მდივანი – ცესკო ;
4. გელაშვილი გაბრიელ, წევრი – ცესკო ;
5. თამარაძე ლელა, წევრი – ცესკო ;
6. ველიჯანაშვილი ემზარ, დროებითი წევრი – ცესკო;
7. გიორგაძე რუსუდან, დროებითი წევრი – პ/გ „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;
8. მოსიძე ელენე, დროებითი წევრი – პ/გ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ;
9. აბულაძე თამარი, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ ;
10. ხუციშვილი ნანა, დროებითი წევრი – პ/გ „ევროპული საქართველო“ ;
11. შალვაშვილი მერაბ, დროებითი წევრი – პ/გ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“;
12. ლონდარიძე ინგა, დროებითი წევრი – პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ;
13. გურჯიშვილი ნოდარ, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

ბორჯომი


ცვლილებებია ცესკოს მიერ დანიშნულ წევრებში, №36-ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. კომისიას ახალი წევრი დიმიტრი მურჯიკნელი დაემატა, ცესკოს წევრების სიას კი ბაკურ გელაშვილი გამოაკლდა. ასევე ცესკოს წევრობს დაემატა მაია ლომსაძე, რომელიც წინა არჩევნებზე „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ მიერ დანიშნული წევრი იყო. ცვლილებებია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართვლოს“ მიერ დანიშნულ წევრებშიც, წელს პარტიის წარმოამდგენელი ინგა ქოზაშვილი იქნება, იგი გასულ წელს ცესკოს დანიშნული წევრი იყო.

№36-ე ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია:

1. დევიძე ლევან – თავმჯდომარე – ცესკო;
2. გვირჯიშვილი მაყვალა, თავმჯდომარის მოადგილე – ცესკო;
3. რაზმაძე თამარ, მდივანი – ცესკო;
4. მურჯიკნელი დიმიტრი, წევრი – ცესკო;
5. ჯავახიძე მარიამი, წევრი – ცესკო;
6. ლომსაძე მაია, დროებითი წევრი – ცესკო;
7. ქოზაშვილი ინგა, დროებითი წევრი – პ/გ „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;
8. ხუციშვილი მარიამ, დროებითი წევრი – პ/გ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
9. გოცირიძე თამარი, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“;
10.ოთანაძე შალვა, დროებითი წევრი – პ/გ „ევროპული საქართველო“ ;
11.კაპანაძე ქეთევან, დროებითი წევრი – პ/გ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“;
12.ჯავახიშვილი თამარ, დროებითი წევრი – პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;
13.ბიძინაშვილი ნინო, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

ახალქალაქი


ახალქალაქში, ცესკოს მიერ დანიშნულ წევრთა სიაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, კომისიის წევრი აღარ არის ერვანდ პეტროსიანი, ხოლო ახალ წევრად რაფიკ კარაპეტიანი დაემატა. რაც შეეხება პარტიებს ახალი წევრები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიულ პარტიას“, „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ჰყავს.

№40-ე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია:

1. მარანგოზიან ჰასმიკ, თავმჯდომარე – ცესკო;
2. ფანჯაკიძე პაატა, თავმჯდომარის მოადგილე – ცესკო;
3. მელიქიძე ზურიკო, მდივანი – ცესკო ;
4. თევანიან ალბერტ, წევრი – ცესკო;
5. კარაპეტიან რაფიკ, წევრი – ცესკო;
6. მოსოიან ნარინე, დროებითი წევრი – ცესკო;
7. ქოჩოიან ნაირა, დროებითი წევრი – პ/გ „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;
8. ივანიძე თამთა, დროებითი წევრი – პ/გ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
9. გულანიან შუშანიკ, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ ;
10. ქვარცხავა ლიანა, დროებითი წევრი – პ/გ „ევროპული საქართველო“ ;
11. ეპრიკიან ელზა, დროებითი წევრი – პ/გ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ;
12 მანველიან წოვინარ, დროებითი წევრი – პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;
13. ომპოსიან კარინე, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

ნინოწმინდა


სამცხე–ჯავახეთში, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ყველაზე ნაკლები ცვლილებებით ჩაატარებს, №41-ე ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია. აქ ცესკოს მიერ დანიშნული წევრები ისევ ისინი რჩებიან, ვინც გასულ არჩვენებზეც იყვნენ. რაც შეეხება პარტიებს, მათი დანიშნული წევრებიც იგივე რჩებიან. ახალი წევრები კი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ დანიშნა.

№41-ე ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია:

1.კიურეღიან სეირან, თავმჯდომარე – ცესკო;
2. გაჩეჩილაძე გია, თავმჯდომარის მოადგილე – ცესკო ;
3. ესოიან ზარუჰი, მდივანი – ცესკო ;
4. მკრტჩიან რუზანნა, წევრი – ცესკო ;
5.ღაზარიან თათევოს, წევრი – ცესკო;
6. ტერტერიან კარინე, დროებითი წევრი – ცესკო ;
7. სტამბოლციან არმენუი, დროებითი წევრი – პ/გ „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ;
8. ბერიძე მაია, დროებითი წევრი – პ/გ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
9. ქამადაძე ნუგზარ, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ ;
10. გიორგაძე ლია, დროებითი წევრი – პ/გ „ევროპული საქართველო“ ;
11. ბარბაქაძე ლელა, დროებითი წევრი – პ/გ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“;
12. ბდოიან არმენ, დროებითი წევრი – პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;
13. სტამბოლციან სამველ, დროებითი წევრი – პ/გ „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

შეგახსენებთ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებზე ქალაქის მერსა და საკრებულოებს ვირჩევთ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში საოლქო და საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია
ადიგენის საოლქო კომისია არჩევნებს შეცვლილი წევრებით ჩაატარებს
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალქალაქში
ნინოწმინდის საოლქო  კომისიის შემადგენლობა 2016 წლის არჩევნებისთვის
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში
ბორჯომის საოლქო კომისიის შეცვლილი წევრები