FM97.5 / LIVE

გურკელის სკოლაში თხევადი გაზით მოსწავლეები მოიწამლნენ

მთავარი 25.04.2013
რამდენიმე საათის წინ ახალციხის საავადმყოფოში სოფელ წინუბნიდან და გურკელიდან თხევადი აირით მოწამლული ექვსი არასრულწლოვანი და 41 წლის ქალბატონი შეიყვანეს

გურკელის სკოლაში თხევადი გაზით მოსწავლეები მოიწამლნენ

მოწამლულების მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა დღის 12 საათისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოხდა. მე-8-ე, მე-9-ე და მე-10-ე კლასის მოსწავლეების ნაწილმა თავი ცუდად იგრძნო, ამიტომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დარეკეს. მოსწავლეები ”უნიმედი სამცხეს” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საავადმყოფოში გადაყვანა ექვს არასრულწლოვანს დასჭირდა.

- ”გულისრევა და ძლიერი თავის ტკივილი მქონდა. ზოგს მუცელი სტკიოდა, ერთმა გონებაც დაკარგა, ძლივს მოაბრუნეს”, - გვიყვება მეათე კლასის მოსწავლე.

”უნიმედი სამცხეს” სამედიცინო დაწესებულებაში მოწამლულები ბავშვთა მორიგე ექიმმა მაია ზაზაძემ გასინჯა, როგორც იგი განმარტავს პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილელია.

- ”მოწამვლა შესაძლოა აირიმა გამოიწვია. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო , აღენიშნებოდათ ჩივილები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე,მუცლის ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, ჰაერზე გამოსვლის შემდეგ ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩაუტარდათ ჟანგბადით მკურნალობა, ინფუზური თერაპია”, - ამბობს ბავშვთა განყოფილების გამგე მაია ზაზაძე.

როგორც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ამბობს სახლში გაზის ბალონი გაწმინდა და მოწამვლა ბალონიდან გამოსულმა სითხემ გამოიწვია.

- ”ბალონი გავწმინდე, რომ დავაყირავე სითხე გამოვიდა და შეგვესხა, მაგრამ წყალი მეგონა და ყურადღება არ მივაქციე. ბალონი ჩანთაში ჩავდე და ახალციხეში წამოვედი. ჩემი შვილი კი სკოლაში წავიდა. შუადღისთვის კი დამირეკეს შენი შვილი საავადმყოფოში მიიყვანესო” - გვიყვება სოფელ წინუბნის მკვიდრი 41 ლალი ბუთხუზი, რომელსაც სამედიცინო დახმარება თავადაც დასჭირდა.

მომხდართან დაკანშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

გაზით მოწამლული ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება
N6 ახალციხის საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი ცუდად გახდა
„უნიმედი სამცხეს“ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ
საავადმყოფოებში ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მიმართვიანობამ იკლო
ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
ერთი და იგივე ჩივილით 4 დღეში საავადმყოფოებში 41 ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში კონტროლი გაძლიერდა
მინაძეში ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია