სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 18.09.2017
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჯერ ვერც ნიშნავენ და ვერც ირჩევენ. განათლების სამინისტრომ, სასაწავლებელს, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევასთან დაკავშირებით, წესდებაში შეტანილი ცვლილება, არ დაუმტკიცა;

ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განთლების სამინისტროსგან წესდებაში შესულ ცვლილებაზე დასტური ვერ მიიღო. უნივერსიტეტში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, წესდებაში მე–14 მუხლის მე–10 პუნქტს შემდეგი ჩანაწერი უნდა დამატებოდა: „საარჩევნო კოლეგიამ აირჩიოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი“.

სამინისტროსგან პასუხი უნივერსიტეტმა 8 სექტემბერს მიიღო. ჯეჯელავას უწყებამ წესდება ვერ დაამტკიცა, რადგან სამინისტროს პარლამენტში უკვე ინიცირებული აქვს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც სწორედ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესს ეხება.

„აღნიშნული ცვლილების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო ფარული კენჭისტყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 14 დღის ვადაში ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ“, – ვკითხულობთ სამინისტროდან უნივერსიტეტში გამოგზავნილ წერილში.

პასუხის მიღების შემდეგ წარმომადგენლობითი საბჭო შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ სამინისტროსთვის წესდება დასამტკიცებლად ხელახლა გაეგზავნა, რომლის თანახმადაც, ახალი რექტორის არჩევამდე მოვალეობის შემსრულებელი კი არ აირჩევა, არამედ დაინიშნება.

უნივერსიტეტში პროფესორების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელახალი მოთხოვნა, რომელიც სამინისტროში გაიგზავნა, შეცდომაა.

„სიტყვა დანიშვნა ნიშნავს, როცა ერთი პირის ბრძანებით ინიშნება ვიღაცა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, როცა ერთ პირზე მეტ ადამიანზეა ლაპარაკი, იქ ხდება არჩევა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგ უკვე სამინისტრო პირდაპირ დაგვინიშნავს მოვალეობის შემსრულებელს, რადგან ეს ადგილზე აშკარად ვერ გვარდება“, – აცხადებენ პროფესორები.

არ ეთანხმება მათ უნივერსიტეტის იურისტი თამუნა ჟუჟუნაძე. იგი საბჭოს გადაწყვეტილებას მართებულს უწოდებს და ამბობს, რომ ჯერ სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილება კანონში არ შესულა: „ამიტომ აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების დე ქვეპუნქტში წერია, რომ იგი ირჩევს რექტორს ფარული კენჭისყრით და დე პრიმა დავამატეთ, რომ რექტორის ვერ არჩევის შეთხვევაში, ახალი რექტორის არჩევამდე, აკადემიური საბჭო ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს“.

ჟუჟუნაძის თქმით, როდესაც სიტყვა არჩევა უკვე კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინია და ცნობილია რა პროცედურას გულისხმობს, უკვე აღარაა მართებული, რომ დროებითობასაც არჩევა დაარქვან: „ტერმინოლოგიურადაც მიზანშეწონილია, რომ ეს განსხვავება არსებობდეს და დროებით რომ ხარ, რაღაც ნიშნით, განირჩეოდე არჩევითისგან“.

იურისტის განცხადებით, სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის დამტკიცების შემდეგ უნივერსიტეტს წესდებაში ცვლილების შეტანა და კანონთან შესაბამისობაში მოსვლა მაინც დასჭირდება. თუმცა, მანამდე, სამინისტროში მეორედ, 14 სექტემბერს გაგზავნილ წესდებაში შეტანილი ცვლილების დამტკიცებას ელოდებიან.

თუ პირველ ოქტომბრამდე სასწავლებელში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვერ აირჩევა, ან ვერ დაინიშნება, სტუდენტების ჩარიცხვის საკითხები გართულდება.

„სტუდენტების ჩარიცხავაზე ან აღდგენაზე რექტორის, ან მისი მოვალეობის შემსრულებლის დასტურია საჭირო. ამიტომ ახლა ვერც აღდგენებს ვაკეთებთ და ვერც ჩარიცხვებს. ეს ბრძანებები შეჩერებულია“, – აცხადებს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებაში ნიკოლოზ ახალკაცი.

მისი თქმით, თუ პირველ ოქტომბრამდე ეს საკითხი ვერ მოგვარდება, მაშინ წესით დადგენილი ნორმები ირღვევა: „მერე მოგვიწევს სამინისტროში წერილების გაგზავნა ამ სტუდენტების დაშვებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ბავშვები რეესტრში ვერ აისახებიან. ყველას სათითოად შუამდგომლობები და მინისტრის თანხმობები დასჭირდება“.

უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ სამინისტრო პირველ ოქტომბრამდე სასწავლებელში არსებულ ვითარებას მოაგვარებს, რადგან კანონი სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ყველა სასწავლებლისთვის მოქმედებს და სირთულეს არ შექმნიან.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი სამართლებრივ ჩიხში შევიდა, სასწავლებელი ხელმძღვანელის გარეშე გაურკვეველი ვადით 3 ივლისიდან დარჩა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  დანიშნავენ
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად წესდებაში ცვლილება შედის
მესამე თვეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი არ ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
ურექტორობის გამო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ჩარიცხვა ვერ ხერხდება
”ორხელისუფლებიანობა” ახალციხის უნივერსიტეტში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა სწავლა საზეიმო მიღების გარეშე დაიწყო