FM97.5 / LIVE

ზანაველები მომავლის იმედით ცხოვრობენ [Video]

მთავარიSK TV » რეპორტაჟი 25.04.2013
სოფელი, სადაც მოსახლეობას ოჯახების რჩენა უჭირს, საცხოვრებელი პირობები არ აქვთ და მომავლის იმედს მაინც არ კარგავენ.

ზანაველები მომავლის იმედით ცხოვრობენ [Video]
სოფელი შიმშილის ზღვარზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში დაახლოებით 160 ოჯახი ცხოვრობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს და ლუკმა-პურის ფული არ აქვთ. ამის მთავარი მიზეზი კი უმუშევრობაა.

ზანაველები თავს მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით ირჩენენ. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავლის მოყვანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამის საშუალება ყველას არ აქვს. გარდა ამისა, ისინი მოწეული მოსავლის რეალიზაციის პრობლემასაც უჩივიან.

ადგილობრივებს ახალი მთავრობის იმედი აქვთ

ზანავში მცხოვრები ციალა იაკობაძე სოფლის გაჭირვებაზე გვიამბობს: "ჩვენს სოფელში არავინ არსად მუშაობს, ხალხს ისე უჭირს ერთი ტომარა ფქვილი, რომ იყიდონ იმის ფული არ აქვთ, მართლა გეუბნებით. ალბათ ხალხი ცოტახანში შიმშილით დაიხოცება. ერთადერთი, რაზეც ვმუშაობთ, მიწაა, მაგრამ უფულობის გამო იმასაც ვერ ვამუშავებთ”.

ისევე, როგორც სოფლის სხვა მაცხოვრებლებს, მასაც ახალი მთავრობის იმედი აქვს. ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათებს ელოდებიან, რომლითაც მიწების დამუშავებას შეძლებენ.

დახმარების გარეშე ნარჩენილი მოსახლეობა

სოფელში მოსახლეობის დიდი ნაწილი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო არანაირ დახმარებას არ იღებენ.

- "ქვრივი ქალი ვარ, ჩემს ოჯახს შემოსავალი არ აქვს. ექვსი შვილი მყავს, დაოჯახებული და გათხოვილი არიან, მაგრამ ერთმანეთს ვერავინ ვერაფრით ვერ ვეხმარებით. 30 წლის ბიჭი მყავს, ცეროზით დაავადებული. იმას, რომ მივხედო მაგის ფული არ მაქვს, არანაირ სოციალურ დახმარებას არ ვიღებ, არადა მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ”, - ამბობს ზანავის მკვიდრი შუშანა მარკოიძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურაბ შაინიძე ამბობს, რომ მოსახლეობის პრობლემები კარგად იცის და ყველანაირად ცდილობს, რომ ადგილობრივებს დაეხმაროს.

- "მესმის, რომ ამ ოჯახებს ძალიან უჭირთ, როცა სოფელში სოციალური აგენტი მოდის, ხან მე და ხან ჩემი მოადგილე ყველა ოჯახთან მივყვებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რამით დავეხმაროთ. მაგრამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ქულების მინიჭება თბილისში წყდება. რატომ ხდება, რომ უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა დახმარებას ვერ იღებს მეც მიკვირს. მუნიციპალიტეტში, თუ რაიმე სახის დახმარება შემოდის პირველ რიგში ასეთ ოჯახებს ვეხმარებით”, - ამბობს ზურაბ შაინიძე.

გზა და წყალი ზანავშიც პრობლემაა

იმის გამო, რომ სოფლამდე მისასვლელი გზა ამორტიზებულია ტრანსპორტი მხოლოდ კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს დადის. ადგილორბივები ამბობენ, რომ ასეთ გზაზე ტრანსპორტი ყოველ დღე ვერ ივლის.

გზის პრობლემის გარდა აქ არც სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აქვთ მოგვარებული. ზანაველები ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ნათესებს ვერ რწყავენ, მოსავალი არ მოდის.

ზანავის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ზურაბ შაინიძეს თქმით, გზას კაპიტალური რემონტი ესაჭიროება, რომლის ნაწილობრივ გაკეთებაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

- "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტი გავაგზავნეთ, რომელიც დაფინანსდა. პროექტის თანახმად სოფელში გზის ნაწილი გაკეთდება. ამ ეტაპზე გზის რეაბილიტაცია მხოლოდ სკოლამდე მოხდება, მომავალი წლისთვის კი ვეცდებით, რომ პრობლემა ბოლომდე მოვაგვაროთ. სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ 15 მაისიდან დაიწყება”, - განმარტავს ზურაბ შაინიძე.

არც სამედიცინო ამბულატორია და არც საბავშვო ბაღი

"სამედიცინო პუნქტი არ გვაქვს, სადაც ადამიანი მივა და ნორმალურად გაესინჯება, ექთანი კი გვყავს, მაგრამ წამლები არ აქვს, თუ თვითონ არ იყიდა”, - ამბობს ზანავში მცხოვრები ნანა იაკობაძე.

სოფელში არც საბავშვო ბაღია. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ საბავშვო ბაღაის ასაკის ბავშვები სოფელში ბევრი ჰყავთ, ამიტომ ისინი ბაღის გახსნას ითხოვენ.

- "ბაღი, რომ იყოს ბავშვებს აუცილებლად მივიყვანდით, მშობლებისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება და ჩემს შვილებს წვალებით არ გავზრდი, ბავშვებიც უფრო მეტად მომზადებულები შევიდოდნენ სკოლებში”, - ამბობს ნანა იაკობაძე და აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას დაჰპირდნენ. თუმცა, ბევრ სხვა დაპირებასთან ერთად აღნიშნული დაპირებაც დღემდე შეუსრულებელია.

ზურაბ შაინიძე აცხადებს, რომ საბავში ბაღთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პირადად ესაუბრა.

- "სოფელში საბავშო ბაღი იყო, მაგრამ დიდი ხნის წინ გაუქმდა, ახლა ამ საკითხის მოგვარებაში ადგილობრივი მუნიციპალტეტი და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ჩართული, თუ შესაძლებლობა იქნება ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ”, - ამბობს შაინიძე.

სოფელში ახალგაზრდებს გაჩერება უჭირთ, რადგან გასართობი არაფერია.

"აქ ვერაფრით ვერ ვერთობით, კარტს თუ ვითამაშებთ ახალგაზრდები ხანდახან. ინტერნეტი, მაინც რომ გვქონდეს კარგი იქნებოდა, როგოც მე ვიცი ამის თაობაზე მოსახლეობამ განაცხადი გააკეთა, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა”, - ამბობს ზანავში მცხოვრები გიორგი ნათიძე.



[ნუკა სტეფნაძე, ნინო ზედგინიძე, ადიგენი]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

გომაროს მოსახლეობას სოფლის პრობლემებთან გამკლავება უჭირს [Video]
სადავო წყალი
სამი წყაროს იმედად

” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
სოფელ ტბის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს
”გზაც ისეთია, სასწრაფო ვიდრე ამოვა, ადამიანი კვდება”
„იმედის გმირი“ ჭიდაობის დარბაზის ასაშენებლად დახმარებას ითხოვს