FM97.5 / LIVE

ახალციხეში მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია აშენდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.09.2017
ახალციხეში, აბის დასახლებაში მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია გაიხსნა. ტაძარი ამავე დასახლებაში მცხოვრებმა კაპერსკების ოჯახმა ააშენა.

ახალციხეში მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია აშენდა
ახლადაშენებული ტაძარი დღეს, 16 სექტემბერს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აკურთხა. გახსნის ცერემონიას ადგილობრივებთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ქალაქის მერიც ესწრებოდნენ.

ეკლესიის მშენებლობა აბის დასახლებაში მცხოვრებმა კაპერსკებმა 2007 წელს დაიწყეს. როგორც მანანა კაპერსკი ამბობს, ეს გადაწყვეტილება მისმა შვილმა მიხეილ კაპერსკიმ 23 წლის ასაკში მიიღო.

„მაშინ აფრიკაში წავიდა სამუშაოდ, „ესკო ჯორჯიაში“ იყო დასაქმებული, ყოველ ექვს თვეში ერთხელ შვებულება ჰქონდა და სახლში ჩამოდიოდა. როცა პირველად დაბრუნდა საქართველოში, თქვა ეკლესია უნდა ავაშენოო, მეუფე თეოდორემ კურთხევა მისცა და ჩვენც ფინანსურად მხარში დავუდექით“, – ამბობს მანანა კაპერსკი.

მისი თქმით, ოჯახი მეცხოველეობას მისდევს და ტაძრის ასაშენებელ ფულსაც ამ გზით აგროვებდნენ: „ორი–სამი წლის მოზვრებს ვყიდდი და კაპის კაპიკზე ვადებდი რომ მშენებლობა დაგვესრულებინა. მერე ჩემი შვილიც დაბრუნდა საქართველოში და ახლა ის იუსტიციის სახლში მუშაობს“.

როგორც მანანა კაპერსკი ამბობს, იყო შემოწირულობებიც, თუმცა მცირე: „წირავდნენ ოჯახის ახლობლები და მეზობლები. დღეს, საზეიმო გახსნის შემდეგ ტრაპეზი გავაკეთეთ და ყველა მათგანი ამაშიც ძალიან დამეხმარა".

ახალციხეში მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია აშენდა

[sknews.ge]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.11.2018 ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა

15.11.2018 ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო

15.11.2018 400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

15.11.2018 აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს აშენებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სოფელ მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი და დედათა მონასტერი გაიხსნა
ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს
საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს
ახალციხეში ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს
მეუფე თეოდორემ სტიქიის ზონაში პარაკლისი გადაიხადა
მეუფე თეოდორე: მოვითხოვთ მოხეში არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას
ბორჯომ – ბაკურიანის მეუფემ ეპარქია დატოვა