სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პირველი სკოლის მუშებს საია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

მთავარისიახლე, სამართალი 15.09.2017
ახალციხეში N1 საჯარო სკოლაში „ინტერ პლიუსის“ მიერ დაქირავებულ მუშებს, რომლებსაც კომპანიამ ხელფასი არ გადაუხადა, საიას გორის ოფისის იურისტები დახმარებას სთავაზობენ.

პირველი სკოლის მუშებს საია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

N1 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებზე „ინტერ პლიუსის“ მიერ დასაქმებულ მუშების უმეტესობას კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონდა. ისინი აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მათი ნდობით ბოროტად ისარგებლა და ახლა კუთვნილ ხელფასებს აღარ ურიცხავს.

„მუშაობა რომ დავიწყე, რამდენჯერმე ვუთხარი ხელმძღვანელობას ხელშეკრულებას როდის გაგვიფორმებდა. ხან დღეს, ხან ხვალო, ასე გავიდა ეს თვეები, მაგრამ, ბოლო პერიოდამდე ხელფასებს კარგად გვიხდიდნენ“, – ამბობს გიორგი ტაბატაძე.

სწორედ ამიტომ, მუშები ფიქრობენ, რომ თუ სკოლაში ახალი კომპანია სამუშაოებს გააგრძელებს, მათ ხელფასებს „ინტერ პლიუსი“ აღარ დაურიცხავს.

საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი ფიქრობს, რომ მუშებმა სასამართლოს უნდა მიმართონ: „შრომის კოდექსი ითვალისწინებს ზეპირ ხელშეკრულებასაც. ზეპირი ხელშეკრულებაც არის ერთ–ერთი ფორმა, რომლის დროსაც რთული დასადასტურებელია კონკრეტული პირობები. გასათვალიწინებელია თუ ამ ადამიანებს აღნიშნული კომპანიიდან მანამდე ჩაერიცხათ თანხა, გამოითვლება საშუალოდ თვეში რა ოდენობის თანხა ერიცხებოდათ, ამით დავალიანების თანხის განსაზღვრა თავისუფლად არის შესაძლებელი“.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ისინი ახალციხეში ჩამოვლენ და მუშებს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ: „ჩვენ მსგავსი შემთხვევა გვქონდა „მტკვარი ჰესის“ მუშებთან დაკავშირებით და ის პროცესი მოვიგეთ“.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ხელშკერულება შპს „ინტერ პლიუსთან“, შეწყვიტა, ორი კვირაა სკოლაში რემონტის დასასრულებლად ახალი კომპანია შესვლას ცდილობს, თუმცა ამის უფლებას „ინტერ პლიუსის“ მუშები არ აძლევენ. მათი თქმით, თუ სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულდება მათ სახელფასო დავალიანებას აღარავინ გადაუხდის.

პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა
‘თუ ხელფასს არ მოგვცემენ, დარჩეს ეს სკოლა დასამთავრებელი’ – პირველი სკოლის მშენებლები
პირველი სკოლის მშენებელთან კონტრაქტს წყვეტენ
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები
MCA: „პირველი სკოლის მშენებელმა ფონდსაც პრობლემები შეუქმნა“