FM97.5 / LIVE

სადავო შენობას მოხეში ღობე შემოავლეს, მუსლიმები კი ღობის შიგნთ ლოცვას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.09.2017
მოხეში, სადავო შენობის საკონსერვაციო სამუშაოების გამო ადგილი, სადაც მუსლიმები ლოცულობდნენ, ღობის შიგნით მოხვდა. მუსლიმი თემის ნაწილი კი იმ ადგილზე ითხოვს ლოცვის გაგრძელებას, სადაც აქამდე ლოცულობდა.

სადავო შენობას მოხეში ღობე შემოავლეს, მუსლიმები კი ღობის შიგნთ ლოცვას ითხოვენ

ადიგენში, სოფელ მოხეში სადავო შენობის ირგვლივ ღობე შემოავლეს, კულტურის სამინისტრომ აქ მოხეს კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო. ღობის შიგნით მოხვდა სადავო შენობის ეზოს ის ნაწილი, სადაც ამ დრომდე მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობდნენ.

„ორი დღის წინ მოვიდნენ და ღობე გააკეთეს. არაფერი ვიცოდით. სოფლის გამგებელს ვკითხეთ ვინ აწარმოებდა აქ სამუშოებს და არც მან იცოდა. ვინ დაავალათ ღობის გაკეთება, ვერც მუშებმა თქვეს. ამიტომ ვთხოვეთ მათ, რომ ვიდრე გაირკვეოდა აქ ვინ რას აკეთებდა, დროებით სამუშაოები შეეჩერებინათ“, – ამბობს მოხეში მცხოვრები მუსლიმი თამაზ ბერიძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ სოფელში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი მივიდა: „გვითხრა ამ შენობას კულტურის სამინისტრო მიხედავსო, ამიტომ სამინისტროს წარმომადგენელთან ვითხოვეთ შეხვედრა. მეორე დღეს, ანუ გუშინ, სამინისტროს წარმომადგენელიც მოვიდა სოფელში და ზეპირად გვესაუბრა, თან არც ნახაზი და არც რაიმე დოკუმენტი ჰქონდა. გვითხრა, შენობასთან რისი გაკეთება იგეგმებოდა“.

კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს მუსლიმი თემის ნაწილმა ღობის შიგნით, იმ ადგილზე სთხოვა შესვლისა და ლოცვის უფლება, სადაც აქამდე ლოცულობდნენ.

„გვითხრა ანაირი პრობლემა არ იქნებაო. ამას ესწრებოდა სოფლის გამგებელიც და არსენიც ბალახაშვილიც“, – გვიყვება თამაზ ბერიძე.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ღობის შიგნით ლოცვის ნებართვა მიიღეს, იმისთვის, რომ ეზოში ცენტრალური შესასვლელიდან არ ევლოთ და აქ მიმდინარე სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ, ჭიშკრის გაკეთება შენობის ქვედა მხარეს ითხოვეს.

„სოფლის გამგებელს დაურეკა არსენ ბალახაშვილმა და უთხრა, ჭიშკარი იქ დააყენონ სადაც თვითონ უნდათო. „ბარგალკა“ და სხვა იარაღები მიგვქონდა ამის გასაკეთებლად, რომ სოფელში ზარზმის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე მოვიდა და თქვა აქ ვერაფერს ვერ გააკეთებთ, არ მაინტერესებს გამგებელმა რა თქვა და კულტურის სამინისტრომო“, – ამბობს თამაზ ბერიძე და ამატებს, რომ ამის შემდეგ ეზოში შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ასევე, სოფელ მოხეში გამგებლის წარმომადგენელი გოგიტა ბლიაძე აცხადებენ, რომ მათ არც რაიმეზე ნებართვის გაცემის და არც აკრძალვის უფლება აქვთ. ამ საკითხებს, მათი განცხდებით, კულტურის სამინისტრო წყვეტს.

„ვიყავი მისული სოფელში და ვესაუბრე მათ, მაგრამ მე არაფრის გადაწყვეტის უფლება არ მაქვს. ერთადერთი სოფელში მეჩეთის აშენებაში ჩვენი ტექნიკით ვეხმარებით. კედლები უკვე ამოყვანილია, პირველი სართული კეთდება“, – აცხადებს ბალახაშვილი.

გუშინ სოფელში რომ იყო სადავო შენობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ეს „სამხრეთის კარბიჭესთან“ ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა ნიკოლოზ გეწაძემაც დაადასტურა. იგი მოხეს კომისიის ერთ–ერთი წევრია.

„კომისიის დადგენილებით შენობა კონსერვაციისთვის კულტურის სამინისტროს გადაეცა. სახელმწიფომ კი სოფელში ახალი მეჩეთის ასაშენებლად 130 ათასი ლარი გამოყო. ამიტომ ჩემიც და მათი იურისდიქციაც იქ სრულდება, სადაც ამ შენობის ღობეა, ღობის შიგნით უკვე სახელმწიფოს ტერიტორიაა“, – ამბობს მამა ნიკოლოზი.

სადავო შენობის ეზოში მუსლიმი თემის ლოცვის წინააღმდეგია ადგილობრივი ქრისტიანი თემიც.

„აღარ უნდა ილოცონ მანდ. ეგ საკთხი კომისიამ უკვე გადაწყვიტა და ამ ვითარებაში მათი გარეთ ლოცვა სახიფათოა“, – ამბობს მოხეში მცხოვრები ქრისტიანი პაატა ბლიაძე.

„სამხრეთის კარიბჭე“ კულტურის სამინისტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვერ დაუკავშირდა. მათ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ კი სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ახლა იგი საზღვარგარეთ იმყოფება და მოხეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებთ საქმის კურსში არაა: „კულტურის სამინისტროს გადაეცა შენობა და რელიგიური აღმსარებლობის საკითხი ამ შეთხვევაში ჩვენთან არანაირ კავშირში არაა. თუმცა, თუ სამინისტოს წარმომადგენლებმა მოხეში მუსლიმებს უთხრეს ღობის შიგნით ლოცვის უფლება აქვთ, ძალიან ბევრი აუღიათ თავის თავზე. უახლოეს დღეებში საქართველოში დავბრუნდები და ვითარებაში უკეთ გავერკვევი“.

მოუცლელობის გამო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღავნელმა ზაზა ვაშაყმაძემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი ეთო გვრიტიშვილი კი აცხადებს, რომ სახელმწიფომ მოხეში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს.

„ერთ–ერთი დაპირება, რაც მოხეს კომისიის საქმიანობას მოყვა იყო ის, რომ მუსლიმებს შესაძლებლობა ექნებოდათ მის მიმდებარედ ელოცათ.
ეს დაპირება მოხეში გაიმეორა სახელმწიფოს წარმომადგენელმა კულტურის სამინისტროდანაც. თუმცა სოფელში პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც იქ ბერი ნიკოლოზი მივიდა. სახელმწიფო ვალდებულია უზღუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიის თავისუფლების დაცვა“, – ამბობს გვრიტიშვილი.

ამ დროისთვის სადავო შენობის ირგვლივ შემორტყმულ ღობეზე ჭიშკარს ბოქლომი ადევს. მუსლიმები კი დღეს იქ პარასკევის ლოცვის აღვლენას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მოხეს კომისიამ მუშაობა 2017 წლის 11 მაისს დაასრულა. აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო შენობა სადავო სტატუსით ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. სოფელში კი ახალი მეჩეთი შენდება.

მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას ადგილბორივი ქრისტიანი თემი ეთანხმება, მუსლიმების თითქმის სრული უმრავლესობა კი აპროტესტებს და ლოცვის გაგრძელებას კვლავ ღია ცის ქვეშ აპირებს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

15.10.2018 ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

15.10.2018 გუბერნიასთან, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ქუჩას ტბორავდა, მილებს ცვლიან

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
მოხეს სადავო შენობის საკითხზე კომისია ახალციხეში იმსჯელებს
მოხეში ახალი მეჩეთი აშენდება
მუსლიმები მოხეში: „ძველი მეჩეთის დასაბრუნებლად ბრძოლას გავაგრძელებთ“
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო