FM97.5 / LIVE

განათლების რეფორმის ხარვეზები და ცვლილებების დასაწყისი

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.04.2013
საქართველოში განათლების სისტემის შეცვლაზე მუშაობენ. რა შედგები აჩვენა კვლევამ 2011 წელს; რას ფიქრობენ ახალციხეში განათლების რეფორმაზე, რა შეცდომებზე საუბრობენ პედაგოგები და რომელი ქვეყნის განათლების სისტემა მოსწონთ საქართველოში

განათლების რეფორმის ხარვეზები და ცვლილებების დასაწყისი
საქართველოს განათლების სისტემაში ბოლო წლებში არაერთი რეფორმა გატარდა. რეფორმების კვალდაკვალ, გარკვეულ შუალედებში რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა. საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში 2006 წლიდანაა ჩართული. ბოლო კვლევა 2011 წელს საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციამ ჩაატარა. კვლევის მიზანი საქართველოში წიგნიერების დონის გამოვლენა იყო.

- ”ამ კვლევაში საქართველომ საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა. თუმცა მაშინ საგანგაშო სტატისტიკა საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარა”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაკა ბერიძე.

მიმდინარე წლის აპრილში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თბილისში განათლების სფეროში ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების შედეგების პრეზენტაცია გამართა. კონფერენციას ახალციხიდანაც ესწრებოდნენ.

- ”შედეგმა საშინლად იმოქმედა ჩემზე. ისედაც ვიცოდი, რომ დაბალი დონე გვქონდა, მაგრამ, როცა დეტალებში გიხსნიან ყველაფერს, უფრო მეტად განიცდი”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი, რომელიც ამ კონფერენციის ერთ-ერთი დამსწრე იყო ახალციხიდან.

კონფერენციაზე ფინეთის, დიდი ბრიტანეთისა და სინგაპურის მოდელები განიხილეს.

- ”ყველაზე დიდი მოწონება ფინეთის მოდელმა დაიმსახურა”,-ამბობენ კონფერენციაში მონაწილე ახალციხელი პედაგოგები.

ფინეთმა განათლების რეფორმა 1970-იანი წლებიდან დაიწყო. სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი განთლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ფინეთში განათლების სისტემას მასწავლებელი მართავს. ფინელები ყველაზე დიდ თანხას მასწავლებლების შერჩევასა და გადამზადებაში დებენ.

ფინეთში მასწავლებელი ვერ გახდები, თუ მაგისტრის ხარისხი არ გაქვს. მასწავლებელს აქვს შემოქმედების სრული თავისუფლება და საზოგადოების მხრიდან ნდობა. ფინეთში არ არსებობს ელიტური სკოლები. ყველა სკოლა საჯაროა და მოსწავლეებს თანაბარ განათლებას აძლევს.

თითოეულ კლასში მაქსიმუმ 20 მოსწავლეა, რათა მასწავლებელს თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება მიეცეს. განათლების სამინისტრო სრულ ავტონომიას ანიჭებს სკოლას და სასწავლო დაწესებულებები მასწავლებლების მიერ ლოკალურად იმართება. ასევე დიდი ყურადღება ექცევა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს. ფინეთში ბაღი, საშუალო და უმაღლესი განათლება უფასოა.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი ამბობს, რომ ფინეთის მოდელი საქართველოსთვის მისაღები და მოსაწონია.

- ”ჩვენ მათგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. ზუსტი კოპირება მისაღები არ არის, მაგრამ ის რაც კარგი აქვთ, აუცილებლად უნდა გადმოვიღოთ. ჩვენს განათლების რეფორმას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, თუმცა ფაქტია, რომ 2007 წლიდან 2011 წლამდე განთლების ხარისხის საშუალო მაჩვენებელი 12 ქულით არის მომატებული. ყველა რეფორმას დრო სჭირდება, ასე მალე არაფერი ხდება. ფინეთს 40 წელი დასჭირდა, რათა მოწინავე ადგილებზე ყოფილიყო”, - ამბობს იგი.

მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, რომ განათლების რეფორმა თავიდანვე არასწორად იყო გათვლილი: ”სკოლა არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას. სკოლა მოსწავლეებს სათანადო განათლებას ვერ აძლევს. საჭიროა ძირეული რეფორმა. მოსწავლეს აღარ უნდა სჭირდებოდეს რეპეტიტორთან მომზადება”.

ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს მე-2 სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძეც. მისი თქმით, ხშირმა რეფორმებმა ბავშვებზე ცუდად იმოქმედა: ”სკოლაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ახალგაზრდებს აღარ უნდათ სკოლაში მუშაობა. მასწავლებელს არ აქვს ფასი. გარდა ამისა, ანაზღაურებაც დაბალია. 10 წლის შემდეგ მივიღებთ ცუდ შედეგს, ახალგაზრდა მასწავლებლები აღარ გვეყოლება”.

მარინა ზედგინიძე გვეუბნება, რომ განათლების სისტემაში პირველ რიგში სახელმძღვენელოების პრობლემაა: ”გამოდის უამრავი ავტორის სახელმძღვანელო, ყველა სკოლაში სხვადსხვა წიგნია, ანუ სკოლები მოსწავლეებს თანაბარ განთლებას ვერ აძლევენ. სახელმძღვანელოები მეცნიერების მიერაა შედგენილი და ბავშვებს ძალიან უჭირთ გაგება, თან ზედაპირულია. თუ დამხმარე სახელმძღვანელო არ გამოიყენე, ბავშვები ვერაფერს გაიგებენ”.

მისი აზრით, არც მანდატურების ინსტიტუტმა გაამართლა: ”სკოლა ციხე არ არის. ბავშვებს სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ. მანდატურს რატომ უნდა ჰქონდეს უფლება, მასწავლებელს მისცეს შენიშვნები?! ამან ბავშვების თვალში მასწავლებლები დაამცირა, მასწავლებლის მიმართ პატივისცემა აღარ აქვთ. მანდატურების ინსტიტუტმა თავის მიზანს ვერ მიაღწია. ამ ინსტიტუტის შემოღების შემდეგ სკოლებში ინციდენტების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა”.

რეფორმის დადებით მხარედ მასწავლებლების ნაწილი სასერტიფიკაციო გამოცდებსა და მასწავლებლების გადამზადების პროგრამებს მიიჩნევს.

- ”სასერტიფიკაციო გამოცდები კარგია, მე ორივე გამოცდა ჩაბარებული მაქვს. თუმცა ხარვეზი აქაც არის, დასახვეწია პროგრამა. ვფიქრობ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტებით მასწავლებლის ცოდნისა და პროფესიონალიზმის დადგენა შეუძლებელია. ეს ტესტები არანაირ ცოდნას არ გაძლევს”, - ამბობს მეორე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა გობიანიძე.

კონფერენცია სახელწოდებით ”საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები- საქართველო გლობალურ კონტექსტში”, 12-13 აპრილს, ჩატარდა. კონფერენციაზე წარდგენილი იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო კვლევები, რომლებშიც 74 გამოკვლეული ქვეყნიდან საქართველო ბოლო ან ბოლოს წინა პოზიციებს იკავებს.

2009 წელს საქართველო საერთაშორისო კვლევა ”პისაში” ჩაერთო. კვლევის მიზანი იყო 15 წლის მოზარდების ცოდნისა და უნარების გამოკვლევა. კვლევა სამ სფეროში ჩატარდა: მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. თითოეულ მათგანში საქართველომ საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონმა კითხვაში მეექვსე ადგლი დაიკავა, მათემატიკაში – მესამე, ბუნებისმეტყველებაში კი მეოთხე.

ახალციხელი პეადგოგები ფიქრობენ, რომ ის რომ სისტემის შეცვლაზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშობა დაიწყო, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. განსაკუთრებულ მიღწევად ამ პროცესში ფართო მასების ჩართვას მიიჩნევენ და იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ საქართველოს საერთაშორისო კვლევების გასაიდუმლოება აღარ მოუწევს.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება
'გამოცდების გაუქმებით საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონე გაუარესდება’ – შეფასებები
ახალციხის სკოლებში საატესტატო გამოცდების განრიგი გაწერეს
რატომ გაუჭირდათ მოსწავლეებს ფიზიკა-ქიმიის გამოცდა
სერტიფიცირებისთვის 549 პედაგოგი ემზადება
ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს