სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

აბასთუმნის სკოლის საქმის განხილვა გადაიდო

მთავარისიახლე, სამართალი 14.09.2017
სოფელ აბასთუმნის სკოლის საქმის განხილვა იმის გამო გადაიდო, რომ სკოლის დირექტორმა სკოლის დაცვა ვერ უზურნველყო;

აბასთუმნის სკოლის საქმის განხილვა გადაიდო
დათა დათაშვილი და მისი ადვოკატი

დღეს, 14 სექტემბერს, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა უნდა გამართულოყო, თუმცა, სხდომის გახსნისთანავე ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე მხარის, სკოლის დირექტორის ქეთევან ობოლაშვილის ადვოკატს ნუგზარ სამარჯიშვილს სკოლის რწმუნებულობა არ ჰქონდა. იგი პროცესზე წარმოდგენილი იყო არა როგორც სკოლის, არამედ ფიზიკური პირის ქეთევან ობოლაშვილის ადვოკატი. საქმის მასალების მიხედვით კი მომჩივანის, სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი პედაგოგის დათა დათაშვილის მოპასუხე სკოლაა და არა თავად ობოლაშვილი.

აქედან გამომდინარე მოსამართლემ მოპასუხე მხარეს იმისთვის, რომ სამარჯიშვილი გაეფორმებინათ ნოტარიულად როგორც სკოლის წარმომადგენელი, ან რესურსცენტრის იურისტი მოსულიყო სხდომაზე, როგორც სკოლის დამცველი და ან ობოლაშვილს მიეღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თავი თავად დაეცვა და გამოსულიყო პროცესზე როგორც მოპასუხე, დრო ნახევარი საათი მისცა.

შესვენების შემდეგ სასამართლოში ქეთევან ობოლაშვილმა განაცხდა, რომ იგი იურისტებს ტელეფონით დაუკავშირდა: „იურიდიული განათლება არ მაქვს, როგორც ამიხსნეს, უნდა მივწერო რესურსცენტრს სპეციალური სისტემის, ეფლოუს საშუალებით, რომ წარმომადგენელი მჭირდება. ამის შემდეგ შესაძლოა განათლების სამინისტრომ გამომიყოს იურისტი და სამარჯიშვილის ჩართვა საჭირო აღარ გახდეს. ამიტომ ამას დრო სჭირდება და დღეს ეს საკითხი ვერ მოგვარდება“.

დირექტორის განცხადების შემდეგ, მომჩივანის, დათა დათაშვილის ადვოკატმა თამარ ნებიერიძემ მოსამართლეს ქეთევან ობოლაშვილის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის 2014 წლის ბრძანება წარუდგინა: „დირექტორი წარმაოდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამიტომ ის თავად უნდა იყოს მოპასუხე სხდომაზე“.

თუმცა, როგორც დირექტორმა პროცესზე განაცხადა, მას თავის დაცვა არ შეუძლია, ამიტომ სხდომის გადადება ითხოვა.

„არ მოიქეცით გონივრულად“, – მიმართა ქეთევან ობოლაშვილს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა – „21 დღე გქონდათ იმისთვის, რომ ეს საკითხები გაგერკვიათ და მოგეგვარებინათ. გამოდის, რომ იძულებული ვართ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე დაგინიშნოთ. სკოლის დირექტორი ბრძანდებით და არ შეიძლებოდა რომ ეს საკითხი ამ დრომდე მოგეგვარებინათ?! ან რა ედგა ახლა წინ იმას, რომ თუნდაც სამარჯიშვილი ნოტარიულად სკოლის წარმომადგენლად გაგეფორმებინათ?!“

„ბრალს ნუ დამდებთ, არ ვარ იურისტი“, – სცადა თავისმართლება ობოლაშვილმა.

მოსამართლის თქმით, საქმის განხილვის ვადა იწურება: „ასე არ ხდება. დღეს სხვა პროცესი გადავწიე და ამ საქმისთვის დრო გავითვალისწინე, რომ გვემუშავა, სასამართლოს ამდენი დრო არ აქვს. თქვენ ხელმძღვანელი პირი ბრძანდებით და თავდაცვის უზრუნველყოფა უნდა მოგეხერხებინათ“.

საბოლოოს მოსმართლემ სხდომის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო: „მხარე ელემეტარულ საკითხებში ვერ ერკვევა, ამიტომ იურიდიული პირი რჩება დაუცველად“.

მომავალი სასამართო პროცესი 25 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დათაშვილმა სასამართლოში სარჩელი 14 აგვისტოს შეიტანა. მისი მოთხვონებია: მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა.

ასევე შეგახსენებთ, რომ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა დათა დათაშვილი 7 ივლისს სამსახურიდან იმ დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა, რომელთა დარღვევაც დათაშვილს სკოლაში დისციპლინური კომიტეტის არცერთ სხდომაზე არ დაუდგინდა. დათაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა და 12 ივლისს დაუკმაყოფილეს კიდეც, თუმცა დირექტორმა საბჭოს გადაწყვეტილება არ აღასრულა. ამჯერად დათაშვილის სამსახურში აღდგენას სასამართლოს ძალით ითხოვს.

აბასთუმნის სკოლის საქმის განხილვა გადაიდო
აბასთუმნის სკოლის მასწავლებლები

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
აბასთუმნის სკოლის ყოფილმა  მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აბასთუმნის სკოლის ყოფილი მასწავლებლის საქმის განხილვა იწყება
აბასთუმნის სკოლის დირექტორს ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ
დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა
დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლიდან სასამართლოში გაგრძელდება
დირექტორის გათავისუფლებული  პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა