FM97.5 / LIVE

აბის დასახლებაში მიწის მესაკურთეები საპატრიარქოდან პასუხს მეექვსე თვეა ელოდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.09.2017
ახალციხეში, აბის დასახლებაში სადავო მიწის ნაკვეთების საკითხის შესავლა საქართველოს საპატრიარქომ 6 თვის წინ დაიწყო თუმცა ამ დრომდე არ დაუსრულებია.

აბის დასახლებაში მიწის მესაკურთეები საპატრიარქოდან პასუხს  მეექვსე თვეა ელოდებიან

ვენერა ივანიძე ერთ–ერთი მესაკუთრეა იმ სადავო ნაკვეთის, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში აღმოჩნდა. მან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები საპატრიარქოს იურისტს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, 4 აპრილს გადაუგზავნა, თუმცა რა გადაწყდა მის ნაკვეთთან დაკავშირებით, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

საპატრიარქოს იურისტს ედიშერ ქარჩავას „სამხრეთის კარიბჭე“ რამდნიმეკვირიანი მცდელობის შემდეგ დაუკავშირდა. იურისტის განცხადებით, საქმის შესწავლა იმიტომ ვერ დასრულდა, რომ თბილისში საკითხის განსახილველად ახალციხიდან არავინ ჩასულა.

„უნდა ჩამობრძანდნენ და ადგილზე გავარკვიოთ ეს საკითხი. მათ ინტერესებში შედის რომ ადგილზე გავარკვიოთ“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ედიშერ ქარჩავამ.

მისივე თქმით, თბილისში ჩასვლასთან დაკავშირებით საპატრიარქოს იურისტს აბის მოსახლეობასთან საუბარიც ჰქონდა.

საპირისპიროს აცხადებს ვენერა ივანიძე. როგორც იგი ამბობს, საპატრიარქოს იურისტმა მას მხოლოდ მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადააგზავნინა, თბილისში განხილვაზე კი საუბარი არ ყოფილა: „მითხრა ყველა დოკუმენტები აკინძე და ფოსტით გამომიგზავნეო. მას მერე ველოდები, რომ დავურკე, მითხრა დეკრეტში ვარ და არ მცალიაო“.

ედიშერ ქარჩავას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აბელები თბილისში წასვლას და საკითხის განხილვას გადაწყვეტენ, დეკრეტში გასულ თანამშრომელს ერთი დღით სამსახურში გამოიყვანენ და საკითხს განიხილავენ.

შეგახსენებთ, ახალციხეში, აბის დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილი საპატრიარქოს მათი კუთვნილი მიწის მისაკუთრებაში ადანაშაულებს. აბელები ნაკვეთებს ამუშავებენ, თუმცა, მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის, რომ მათი მიწები, ოფიციალურად, საპატრიარქოს კუთვნილებაშია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბის სადავო ნაკვეთების შესწავლას საპატრიარქო იწყებს
აბის მიწების საქმეს საია სწავლობს
‘წართმეული’ მიწები – საპატრიარქოს ნაკვეთების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ
საპატრიარქოს განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით
საპატრიარქოს ტელევიზიას ახალი დირექტორი ჰყავს
დეკანოზი ბესარიონი: ‘აწყურის რესტავრაციის მიმდინარეობას საპატრიარქოს საბჭო შეისწავლის’
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დაკავებულია