სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

იური ჯიმშერაძე სადავო მიწაზე სასამართლოში მეორედ ჩივის

მთავარისიახლე, სამართალი 14.09.2017
ადიგენში, სოფელ ჭელაში მცხოვრებმა იური ჯიმშერაძემ ადიგენის გამგეობას სადავო მიწის ნაკვთის გადაცემისთვის მეორედ უჩივლა. მას პრეტენზიები ქონების მართვის სააგენტოსთანაც აქვს.

იური ჯიმშერაძე სადავო მიწაზე სასამართლოში მეორედ ჩივის

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, იური ჯიმშერაძის საქმეზე სხდომა 12 სექტემბერს გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაცია წარუდგინეს.

როგორც ადვოკატი იოსებ ხითარიშვილი გვიხსნის, იური ჯიმშერაძემ ამჯერად სასამართლოს იმ ადმინისტრაციული აქტების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომლის მიხედვითაც, ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ჭელაში არსებული მიწის ნაკვეთი ჯერ სახელმწიფოს დაურეგისტრირა, შემდეგ კი, ბრძანების საფუძველზე, ადიგენის გამგეობის ბალანსზე გადააფორმა.

საქმე ეხება, ჭელაში იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც ჯიმშერაძის სახლის მომიჯნავედ არის ჯიმშერაძე 1980–იანი წლებიდან სამეურნეო დანიშნულებისთვის იყენებს. აღნიშნული ფართის დასარეგისტრირებლად იური ჯიმშერაძემ ადიგენის გამგეობას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართა, თუმცა, იმ მოტივით, რომ გამგეობას ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობა უნდოდა, ნაკვეთის გადაცემაზე უარი უთხრა, ამასთან ერთად კი იმ ადგილობრივების ხელმოწერები შეაგროვა, ვინც ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობას ეთანხმებოდა.

მაშინ გამგეობაში ამის საპირისპიროდ ადგილობრივების ხელმოწერები, ფართის გადაცემაზე, თავად ჯიმშერაძემაც შეიტანა. მიუხედავად ამისა ადიგენის გამგეობამ ნაკვეთის გადაცემაზე უარი უთხრა, რაც სასამართლოში დავის საგანი გახდა.

საქმეზე, 2016 წლის 27 ოქტომბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადიგენის გამგეობას, საკითხის კიდევ ერთხელ გადახედვა და ამის მიხედვით ჯიმშერაძისათვის ფართის დაკანონება დაევალა, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს აღარ გაუკეთებია. რადგან ჯიმშერაძის ადვოკატის იოსებ ხითარიშვილის განცხადებით, ვიდრე გასულ წელს სასამართლო განხილვები მიმდინარეობდა, გამგეობამ ქონების მართვას მიმართა, რომელმაც ფართი ჯერ სახელმწიფოს, შემდეგ კი გამგეობის ბალანსზე გადააფორმა. ეს ყველაფერი კი ჯიმშერაძის ადვოკატის თქმით, სასამართლოსგან მალულად მოხდა.

„ეს ყველაფერი რომ ეთქვათ, სასამართლო დავას შეწყვეტდა. თუმცა ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფარული გზებით ეცადნენ ფართის დაუფლებას. ეს კი ადმინისტრაციული ორგანოს არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს, კანონი ავალდებულებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უნდა მოქმედებდეს კანონიერების პრინციპით,“–ამბობს იოსებ ხითარიშვილი.

გადაიფორმა თუ არა ჩუმად ადიგენის გამგეობამ მიწის ნაკვეთი და რას აპირებს სასამართლო სხდოიმებზე, – აღმასრულებელი ორგანოსგან კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. იურიდიული სამსახურის უფროსმა იმ იურისტთან გადაგვამისამართა, რომელიც საქმეზე სასამართლო სხდომებს მოპასუხის სტატუსით ესწრება, თუმცა, ვერც მასთან მოვახერხეთ დაკავშირება.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს ჩაინიშნა, სადაც მოპასუხე მხარეების შეკითხვების ეტაპი იწყება. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მხარეებად ადიგენის გამგეობა, სარეგისტრაციო სამსახური და ქონების მართვის ეროვნული სააგენტო არიან ჩართულნი.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო
იური ჯიმშერაძის სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დავა მიწის ნაკვეთზე მუსლიმ მოქალაქესა და საკრებულოს შორის
მუსლიმ მოქალაქეს ადიგენის საკრებულომ მიწა არ დაურეგისტრირა
ელგუჯა მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო
ელგუჯა მაზმიშვილს დაპირებულ  მიწის ნაკვეთს არ აძლევენ
ელგუჯა მაზმიშვილი ალტერნატიულ ფართს ახლა მერიისგან ელოდება