FM97.5 / LIVE

აგვისტოს ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625–ლარიანი პრემია მისცეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.09.2017
თავდაცვის სამინისტრომ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირები შესაბამისი უწყებრივი მედლებით, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.

აგვისტოს ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625–ლარიანი პრემია მისცეს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით,

► ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში 1374 ჯარისკაცი.

► 100 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“;

► 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით;

► 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს;

► 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა საპატიო სიგელით;

► 42 სამოქალაქო პირს მადლობის სიგელი გადაეცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბორჯომის ხეობაში განაგრძეს. სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც მონაწილეობდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომში სამხრედრო ტექნიკაც მუშაობს
13 ჯარისკაცი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით, „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდა
საგანგებო შტაბი: ატენში ხანძარი ლიკვიდირებულია, გრძელდება მუშაობა ბორჯომში
თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართულ სამხედროებს ხელფასი ეზრდებათ
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა [Video]
ჯარისკაცები სტიქიის ზონას ეტაპობრივად დატოვებენ