FM97.5 / LIVE

დაუდევრობა თუ დაუცველობა

მთავარისაზოგადოება 21.05.2012
“ლიბერთი ბანკის” სარემონტო სამუშაოებისას, მესამე სართულიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დაუდევრობა თუ დაუცველობა

55 წლის ვართან ბაბოიანი ბანკის გარე ფასადზე მიდგმული ხარაჩოდან გადმოვარდა და იქვე მდგომ “ტრანგალეტკაზე” დაეცა. შემთხვევა 15 მაისს თერთმეტი საათისთვის მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბაბოიანი იმ ფიცარს მიეყუდა, რომელიც ხარაჩოს გარშემო უსაფრთხოებისთვის ეკვროდა, თუმცა, ის სათანადოდ დამაგრებული არ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე ბანკის თანამშრომლებმა და გამვლელებმა მოიყარეს თავი, სწრაფადვე იქნა მობილიზებული პოლიციაც.

პირველი, ვინც ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს დაუკავშირდა, დაშავებულის სიძე, კახა მოდებაძე აღმოჩნდა. მოდებაძე ბანკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე სიმამრთან ერთად მუშაობდა. თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა.

- “11 იყო საათი, რომ დარეკეს, მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდაო. არ დაუკონკრეტებიათ, რომელი მშენებლობიდან. რადგან რაბათში გამოძახება ხშირად გვაქვს და იქ ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია, ბრიგადა რაბათში წავიდა, - გვიხსნის ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ოპერატორი ენრიკო კაპანაძე და ამატებს, რომ ამასობაში სასწრაფოში საყვედურით არა ერთმა მოქალაქემ დარეკა – თან განმარტეს, რომ შემთხვევა “ლიბერთი ბანკთან” მოხდა”.

იმის გამო, რომ სასწრაფო დაშავებულთან სწრაფად მისულიყო, სანამ რაბათიდან ერთი ბრიგადა დაბრუნდებოდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ამასობაში მეორე გაგზავნა. ადგილზე ორივე ბრიგადა თითქმის ერთდროულად მივიდა.

- “11 საათსა და 25 წუთზე უკვე საავადმყოფოს მიმღებში შემოგვყავდა დაშავებული, ამდენად, ბრიგადას არ დაუგვიანია”, - აცხადებს ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მორიგე ექიმი ნინო კაპანაძე.

ბაბოიანი ახალციხის რაიონული საავადმყოფოს მორიგე ქირურგმა ვახტანგ ზაქროშვილმა მიიღო: “რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და მარცხენა ტერფით დაეცა. ნამსხვრევი მოტეხილობაა ქუსლის ძვალში და მარცხენა მუხლის მიდამოში. ჰქონდა ჭრილობა და ღია სისხლდენა”.

დაშავებულს ჭრილობა დაუმუშავეს, რენდგენის სურათები გადაუღეს და სტაციონარში მოათავსეს.

- “მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აქვს ზოგადი დაჟეჟილობებიც. სანამ ჩამოვარდებოდა ხარაჩოს ფიცრებზეც დაეცა”, - აცხადებს ზაქროშვილი.

როგორც “ლიბერთი ბანკში” სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული კომპანია “აიას” მუშა გიორგი სამხარაძე ამბობს, ბაბოიანი გარე შელესვით სამუშაოებს ასრულებდა: “აქ რამდენიმე კომპანია მუშაობს ერთად, არ ვიცი ბაბოიანი რომელს ეკუთვნოდა”.

ვინ იყო ბაბოიანის დამსაქმებელი, არც მისმა შვილმა სუზანა ბაბოიანმა იცის. ახალციხეში “ლიბერთი ბანკის” ფილიალის მმართველმა დავით სუხიაშვილმა “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარი არ ისურვა. ბანკის თანამშრომელმა გადმოგვცა, რომ ის ჟურნალისტებთან კომენტარს არ გააკეთებდა და ამის შემდეგ, არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.

კითხვებით, იმის შესახებ, თუ რომელ კომპანიაში იყო დასაქმებული ბაბოიანი და ვინ იყო უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებელი, “სამხრეთის კარიბჭე” ლიბერთი ბანკის სათაო ოფისს დაუკვშირდა. კითხვები უპასუხოდ დარჩა.

ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, პასუხისგებაში აძლევენ პირს, რომელიც პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოების ნორმების შესრულებასა და დაცვაზე: “ქართულ კომპანიებს, უსაფრთხოების ოფიცრები არ ჰყავთ. ასე ფულს ზოგავენ. უცხოური კომპანიები კი უსაფრთხოების ნორმების დაცვისათვის საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ”.

შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონულ სამმართველომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიებისა და ბანკში სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დამსაქმებლები თუ არა, აქ დასაქმებულები მაინც, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე უფრო მეტად იზრუნებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჭელის რწმუნებულის ოჯახში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
ახალციხესთან ახლოს მანქანა ხევში გადავარდა
ვალეში სასწრაფო დახმარების სამსახურს უჩივიან
სოფელ გურკელში დათვმა ორი მამაკაცი დაგლიჯა
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს
ავარია ვარძიის გზაზე – დაშავებულია ისრაელის 13 წლის მოქალაქე
აბასთუმანში 'ლიბერთი ბანკის' ფეი–ექსპრესი გაქურდეს