FM97.5 / LIVE

ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.09.2017
„ახალციხის ციხის“ ციტადელზე ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრები გამოფინეს.

ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა
დღეს, 12 სექტემბერს ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიმართა. ფერწერა, თექა, კერამიკა, გობელენი, კოლაჟი და ვიტრაჟი სამხატვრო სკოლის დირექტორმა ნანა ნათენაძემ, პედაგოგებმა ლალი კურტანძემ, ხათუნა მაღრაძემ და მარიამ ჩახმახჩიანმა გამოფინეს. „ახალციხის ციხის“ ციტადელზე მათი ნამუშევრების გვერდით ადგილი სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულის, ნათია მაჭავარიანის ნახატებსაც დაეთმო.

„ნათია ლალი კურტანიძის შვილია, ეს გაკრვეულ წილად დედა–შვილის გამოფენაცაა“, – ამბობს სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე.

ნათია მაჭავარიანი ამბობს, რომ ბავშვობიდან ხატავს, ბოლო დროს კი აბსტრაქტულმა სტილმა გაიტაცა. მისი თქმით, გამოფენაზე გამოტანილი ნამუშევრების ნაწილი დედასთან ერთადაა შესრულებული, ნაწილზე კი დამოუკიდებლად იმუშავა: „ჩემთვის ეს პირველი გამოფენაა და პერსონალურ გამოფენასაც აუცილბელად მოვაწყობ“.

ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა

რიგით მესამე გამოფენაა ლალი კურტანიძისთვის: „ვფიქრობ, რომ აქ გამოფენილ ყველა ნამუშევარს თავისი ხიბლი აქვს, ყველა ჩემი სულის ნაწილია. თითქმის ყველა ნამუშევარი სახლში გავაკეთე“.

სახლში, სამუშაო საათების შემდეგ, სხვადასხვა დროს გააკეთა თექის ნამუშევრები, ხათუნა მაღრაძემაც: „ყველას რომ მივაძინებ ოჯახში, მერე ვმუშაობ–ხოლმე. განსაკუთრებით თექაზე შერულებული ლუარსაბისა და დარეჯანის კომპოზიცია მიყვარს, ის ზუსტად ისეთი და კიდევ უფრო კარგი გამომივიდა, როგორსაც ვფიქრობდი. ოღონდ ახლა ეს კომპოზიცია თბილისში სხვა გამოფენაზეა“.

ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა

სამი ნამუშევარი გამოიტანე გამოფენაზე მარია ჩახმახჩიანმა: „სამივე პეიზაჟია. მეხუთე წელია რაც სამხატვრო სკოლაში ვმუშაობ და ეს ჩემი პირველი გამოფენაა“.

გამოფენის გახსნას ციტადელზე ახალციხის მერიისა და საკრებულოს ასევე ახალციხი ციხის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„კარგი იქნება თუ ამ დარბაზში ჩანაწერების წიგნი იქნება, რომელშიც ნამუშევრების ავტორებიცა და დამთვალიერებლებიც შთაბეჭდილებებს დაწერენ. ეს ისტორია იქნება, რომელიც ამ ქალაქს დარჩება“, – განაცხადა ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძე.

ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო
სააღდგომო გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში
სამხატვრო სკოლაში სააღდგომო გამოფენა გაიმართა
საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]
ახალციხის სამხატვრო სკოლის გამოფენა ბათუმში
ახალციხის სამხატვრო სკოლის პირველი საერთაშორისო წარმატება
საშობაო გამოფენა სამხატვრო სკოლაში