FM97.5 / LIVE

ბავშვები უბაღებო სოფლებიდან [Photo/Video]

მთავარი 31.05.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის 46 დასახლებიდან, საბავშვო ბაღი, მხოლოდ 13 სოფელშია, რითაც ახლომდებარე 22 სოფელი სარგებლობს. დანარჩენი 24 სოფლის ასობით ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი.

ბავშვები უბაღებო სოფლებიდან [Photo/Video]

3 წლის ბარბარე შუბითიძე, ახალციხეში, სოფელ სვირში ცხოვრობს. ბარბარე და მისი მეგობრები მთელ დღეს სოფლის ცენტრში, სტადიონზე ატარებენ, იმის გამო, რომ დაახლოებით 18 წელია სოფელში საბავშვო ბაღი აღარ აქვთ.

„ხედავთ შვილო რამდენი ბავშვია, ძალიან ბევრი. ჩვენს საკრებულოში სამი სოფელი შედის – ბოგა, სვირი და ტატანისი და უამრავი ბავშვია, რომელსაც ესაჭიროება სკოლამდელი განათლება. ძალიან ბევრს სწავლობს ბავშვი, რომელიც ბაღში დადის“, – გვეუბნება ადგილობრივი ნათელა შუბითიძე.

სვირის თემში შემავალი სოფლები – სვირი, ბოგა და ტატანისი, სადაც, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 698 ადამიანი ცხოვრობს, გამონაკლისი არ არის. 2017 წლის მაისის მონაცემებით, ახალციხის 46 დასახლებიდან (45 სოფელი +1 ქალაქი), საბავშვო ბაღი მხოლოდ 13 სოფელში მუშაობს, აქედან, 7 სოფლის ბაღი ერთდროულად რამდენიმე სოფელს ემსახურება. ჯამში, გამოდის, რომ 13 ბაღით 22 სოფელი სარგებლობს. 24 სოფელი კი ბაღის გარეშეა.

ნახეთ ნინო ნარიმანიშვილისა და თინათინ ზაზაძის მიერ მომზადებული მულტიმედია მასალა ბავშვებზე, რომლებსაც ბაღში წასვლის საშუალება არ აქვთ..

*********************************************************************


[quote]მასალა მომზადებულია დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. ეს არის პროექტი, რომელშიც საქართველოს მასშტაბით შერჩეული 9 მედია მონაწილეობს და ეს მედიები ამზადებენ მულტიმედიური ჟურნალისტური მასალების ციკლს “ჯორჯია პლიუსი”. პროექტს ახორციელებს “ინტერნიუსი საქართველო” , ინტერნიუს ნეთვორქთან (აშშ) და პარტნიორ მედიაორგანიზაციებთან ერთად.

“ჯორჯია პლიუსი”, რომელშიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები და გამოკითხვებია ჩართული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზეა ორიენტირებული. ამ პროექტის ფარგლებში "სამხრეთის კარიბჭე" 21 მულტიმედიურ მასალას მოამზადებს.

21–ვე მასალის მოკლე ვერსია "სამხრეთის კარიბჭეს" ვებგვერდზე განთავსდება. ვრცლად კი მათი ნახვა სთორიბილდერის პლატფორმაზე შეგეძლებათ.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

სოფელი წყალზე [Photo/Video]
ახალციხის 'დაბერებული' სოფლები [Photo/Video]
სეზონური მატრიარქატი ჯავახეთში [Photo/Video]
23 წლის ქველმოქმედი – სურვილიდან რეალობამდე [Photo/Video]
შვიდი სოფლის ექიმი [Photo/Video]
მესხი მეღვინე [Photo/Video]
ქალაქი ძაღლების  ტყვეობაში  [Photo/Video]