FM97.5 / LIVE

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 11.09.2017
8 ხმით, ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ამ კანონპროექტის მიღება იქნება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ნაბიჯი, რომელიც პარლამენტმა შეიძლება გადადგას.

"რატომ არის პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ არსებობს მანკიერი წრე, რომლის გარღვევა მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ქალების მეტი წარმომადგენლობა იქნება პოლიტიკაში. ის პრობლემები, რომლებიც ხშირად ისმის ამ დარბაზში – ქალთა დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა, ქალთა ფემიციდი, უკავშირდება იმას, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესში არ არის ჩართული ის ჯგუფი, რომელმაც ყველაზე მკაფიოდ და კარგად იცის როგორ მოუაროს ამ პრობლემებს. რაც არ უნდა სენსიტიური იყოს კაცი, ქალს უკეთ შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება, შესაბამისად ქალის მონაწილეობა პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელმაც განიხილა საქართველოს პარლამენტში 37450 მოქალაქის ხელმოწერით შეტანილ საკანონმდებლო წინადადება.

კანონპროექტის ავტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force). კანონპროექტის მიხედვით, არსებულ საარჩევნო სისტემაში, თუ პროპორციული სიის 50%-ს ქალები დააკომპლექტებენ, მათი წარმომადგენლობა პარლამენტში მინიმუმ 25%იანი იქნება.

კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი

კანონპროექტმა კანონის სახე რომ მიიღოს, მას მხარი კიდევ ორმა, იურიდიულმა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებმა უნდა დაუჭიროს, შემდეგ კი პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცოს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს ახალციხეში სავალდებულო გენდერული კვოტების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება
ქალთა მოძრაობა ქალთა მინიმუმ 30%–იან წარმომადგენლობას ითხოვს
რა წერილი მიიღო დღეს პარლამენტის ყველა დეპუტატმა
„ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში“ – დისკუსია  ახალციხეში
არასამთავრობოები: კვოტირების უარყოფა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს
საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად
ომბუდსმენი: 'ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში'