FM97.5 / LIVE

'პატრიოტთა ალიანსმა' ახალქალაქში მერობის კანდიდატი წარადგინა

მთავარისიახლე, არჩევნები 10.09.2017
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, "პატრიოტთა ალიანსიდან" ახალქალაქის მერობისათვის, ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი იბრძოლებს.

'პატრიოტთა ალიანსმა' ახალქალაქში მერობის კანდიდატი წარადგინა

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა, ახალქლაქის მერობის კანდიდატად სამველ პეტროსიანი თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში წარადგინა.

სამველ პეტროსიანი 2012–2016 წლებში საქართველოს პარლამენტში ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მაშინ იგი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა.

პეტროსიანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჯავახეთში მცხოვრებ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღებას, ასევე გენოციდის აღიარებასა და ამით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება: "გენოციდის აღიარების საკითხი ჩვენს მიერ პარლამენტში არაერთხელ დაისვა. გამარჯვების შემთხვევაში ვპირდები ამომრჩეველს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი აღიარებს სომხების გენოციდს. ძირითად ყურადღებას დავუთმობთ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხს, ჩვენ გავაგრძელებთ გზას სახელმწიფო ენის შესწავლის მიმართულებით, ისევე როგორც დავიცავთ მშობლიურ ენას".

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" უკვე დაასახელა ბორჯომის მერობის კანდიდატი, – საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

სამცხე–ჯავახეთში კიდევ რომელი მუნიციპალიტეტის მერები დასახელდებიან "პატრიოტთა ალიანსიდან", ამ ეტაპზე უცნობი რჩება. პარტიაში ამბობენ, რომ ჯერ ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
"პატრიოტთა ალიანსმა" ბორჯომში მერობის კანდიდატი დაასახელა
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა
მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში – 11 სექტემბრის მდგომარეობით
‘პატრიოტების’ პარტიულ სიაში ბორჯომელი და ახალქალაქელი წევრები შევიდნენ
ზურა ხაჩიძე ბორჯომსა და ასპინძაში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატია