FM97.5 / LIVE

მესამე თვეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი არ ჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 08.09.2017
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ალბათობით სასწავლო პროცესის განახლება რექტორის გარეშე მოუხდება; მესამე თვეა სასწავლებელს არც რექტორი ჰყავს და არც მოვალეობის შემსრულებელი;

მესამე თვეა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი არ ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სამინისტროს პასუხს ელიან. ჯეჯელავას უწყებამ სასწავლებელს წესდებაში შეტანილი ცვლილებები უნდა დაუმტკიცოს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ხელძღვანელის გარეშე დარჩენილ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნონ, მოგვიანებით კი რექტორის არჩევნები ჩაატარონ.

როგორც სასწავლებელში აცხადებენ, ამ დრომდე სამინისტროდან წესდებაში შეტანილი ცვლილებების დამტკიცების შესახებ პასუხი არ მიუღიათ. უნივერსიტეტი კი სასწავლო პროცესს 18 სექტემბერს აახლებს. ამის გამო, როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციაში გვიხსნიან უნივერსიტეტში გარკვეული პროცესები ფეხდება.

„ბუნებრივია, ის რომ არც რექტორია და არც მოვალეობის შემსრულებელი პრობლემებს ქმნის. ამის გამო პრობლემები დღესაც გვაქვს. არის ბრძანებები რომლებსაც ხელს მხოლოდ რექტორი, ან მისი მოვალეობის შემსრულებელი აწერს“, – აცხადებს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებაში ნიკოლოზ ახალკაცი.

მისი თქმით, ყველაზე დიდი სირთულე მაინც აბიტურიენტების ჩარიცხვებია: „აბიტურიენტების ჩარიცხვაზე ბოლო ვადა პირველ ოქტომბრამდე გვაქვს. ჩარიცხვებს ბაკალავრიატში, დოქტორანტურაში, მაგისტრატურაში საბოლოო დასკვნით აქტს ხელი რექტორმა, ან მოვალეობის შემსრულებელმა უნდა მოწეროს. ჩვენ ბუნებრივია ამ პროცესებს არ ვაფერხებთ, ოქტომბრამდე დამტკიცდება ალბათ წესდება და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი სამართლებრივ ჩიხში შევიდა, სასწავლებელი ხელმძღვანელის გარეშე გაურკვეველი ვადით 3 ივლისიდან დარჩა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად წესდებაში ცვლილება შედის
ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა სწავლა საზეიმო მიღების გარეშე დაიწყო
ურექტორობის გამო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ჩარიცხვა ვერ ხერხდება
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს  დანიშნავენ
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
”ორხელისუფლებიანობა” ახალციხის უნივერსიტეტში