FM97.5 / LIVE

გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულები მუშაობის გასაგრძელებლად გასაუბრებას გაივლიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 07.09.2017
გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეები მუშაობის გასაგრძელებლად გასაუბრებას არჩევნებამდე გაივლიან;

გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულები მუშაობის გასაგრძელებლად გასაუბრებას გაივლიან
იმ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მოხელეები, რომლებიც პარლამენტის დადგენილებით გაუქმდა, გასაუბრებას გაივლიან. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, გასაუბრებას სპეციალურად შექმნილი კომისია ჩაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ იმუშავებს ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში და ვინ – არა.

დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

როგორც დადგენილებაში წერია, ამ წესის მიზანია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან და 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში მათი მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

შესაფასებელი მოხელე უფლებამოსილია, გაეცნოს მის მიმართ შედგენილ უშუალო ხელმძღვანელის დახასიათებას, ხოლო უშუალო
ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის დახასიათებას და, სურვილის შემთხვევაში, გასაუბრებამდე წერილობით წარუდგინოს კომისიას თვითშეფასება.

შესაფასებელი მოხელე ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

შესაფასებელმა მოხელემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს შეუშლის შეფასების პროცესის ობიექტურად განხორციელებას, – წერია დადგენილებაში.

შეფასებისას კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საუკეთესო შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია უფრო მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები; ბ) კარგი შეფასება – შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. ოქმი უნდა შეიცავდეს თითოეული კანდიდატის შეფასების შესახებ კომისიის წევრთა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

როგორც დადგენილებიდან ირკვევა, კომისია შეფასების შედეგებს გამგებელს/მერს/საკრებულოს თავმჯდომარესა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენს შეფასების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ხოლო შეფასების შედეგებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წარუდგენს ბიუროს.

დადგენლიებაში, ასევე, წერია, რომ 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ამ მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეები კონკურსის წესით არიან დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 7 თვითმმართველი ქალაქი – თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური გააუქმა და სათემო მუნიციპალიტეტებს შეუერთა. შესაბამისი დადგენილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს ამოქმედდა. პარალელურად, შესაბამისი ცვლილებები შევიდა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიც”.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებდნენ. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

ხელისუფლების ინიციატივას არ იზიარებდნენ, ასევე, ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა, საკანონმდებლო ორგანომ ვეტო დაძლია.

პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გასაუქმებელი ქალაქების წარმომადგენლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა, სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.
[sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 რის საფუძველზე მიენიჭება მასწავლებელს სტატუსი

30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 გაურკვეველი პირები ცდილობენ ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებასა და დადგენას – ცესკო

01.07.2020 ბორჯომში ‘სერნების’ გზაზე ხეებია მოჭრილი

01.07.2020 სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა

01.07.2020 პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გაუქმებულ მუნიციპალიტეტებში არსებული ააიპ-ები 31 დეკემბრამდე გაერთიანდება
ვინ სად გააგრძელებს მუშაობას გაუქმებული მუნიციპალიტეტებიდან – კომისიამ შეფასებები დაასრულა
გაუქმებული მუნიციპალიტეტების უძრავ-მოძრავი ქონება ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს გადაეცემა
14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას - ISFED
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა  ვეტო დაადო
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსის  გაუქმებას მხარი დაუჭრია
დღეს, პარლამენტში, თვითმმართველი ქალაქებიის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება