FM97.5 / LIVE

პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.09.2017
პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა დღეს, 6 სექტემბერს გაიმართება. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სხდომა პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 12:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება
მე-9 მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესია გუშინ, 5 სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას საშემოდგომო სესიის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ ეს არის მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი სესია, რომელზეც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.

“განსაკუთრებით გამოვყოფდი საქართველოს კონსტიტუციას. საბოლოოდ, მესამე მოსმენით უნდა ვუყაროთ კენჭი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს. ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით და ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტი ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პლენარულ სხდომებს სავარაუდოდ არ გამართავს, რადგან რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.

[sknews.ge]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობას დღეს განაახლებს
დღეს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომას გამართავს
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
'ოცნების' ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს