FM97.5 / LIVE

ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.09.2017
ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ერთი კვირის წინ დაგებული ასფალტის ნაწილი აყარეს. მიზეზი ისაა, რომ ასფალტის დაგებამდე დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის შეკეთება ვერ მოხერხდა.

ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე, გზის სამშენებლო სამუშაოები ერთი კვირის წინ დასრულდა, თუმცა დღეს, 4 სექტემბერს დილით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გზის ნაწილი ათხარეს. როგორც უწყების თანამშრომლები აცხადებენ, აქ ერთ–ერთი ადგილობრივის საკანალიზაციო სისტემა იყო დაზიანებული, თუმცა მისი შეკეთება ვიდრე ასფალტი არ დაიგო, ვერ მოხერხდა.

„ის ადგილობრივი სახლში არ იყო რომ გზის გაკეთებამდე დაზიანებული კანალიზაციის ქსელის შეკეთება მოგვესწრო. როცა დავუკავშირდით, სახლის მეპატრონეს, ქსელის შეკეთებაც მაშინ მოვახერხეთ“, – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივობის მართვის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე.

მისივე თქმით, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე აყრილ ასფალტს, ის კომპანია გააკეთებს, რომელმაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა: „ეს საკითხი უკვე შეთანხმებული გვაქვს“.

ქეთევან დედოფლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1–მა“ შეასრულა. მან ქეთევან დედოფლისა და ქალაქის კიდევ ცხრა ქუჩა 795 000 ლარის ფარგლებში მოაასფალტა.

მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აყრილ ასფალტს ისევ თვითონ დააგებენ, თუმცა ამას სამი დღე სჭირდება: „ჯერ მიწა უნდა დაჯდეს და სხვა სამუშაოები მერე განხორციელდება".

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქეთევან დედოფლის ქუჩაზე აყრილი ასფალტი ისევ არ დაუგიათ
ათონელის ქუჩაზე ერთი თვის დაგებული ასფალტი აყარეს
ახალციხეში ასფალტით დალუქული საკანალიზაციო ჭები მოაწესრიგეს
ახალციხეში გზების დაგების დროს საკანალიზაციო ჭების ხუფები დალუქეს
ახალციხეში ახლადდაგებული ასფალტი ცხაურების მოსაწყობად გაჭრეს
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ახალციხეშია [Photo]
მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ