FM97.5 / LIVE

ახალციხეში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარი 23.04.2013
საქართველოში წითელათი ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, სამცხე-ჯავახეთში კი ამ დაავადებულთა რიცხვი მცირეა

ახალციხეში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა

იმუნიზაციის კვირეული სამცხე-ჯავახეთშიც აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ახალციხეში წითელათი ინფიცირების მხოლოდ ორი შემთხვევაა გამოვლენილი.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორის ფატი ხაბულიანის განცხადებით, ეს ციფრი შეიძლება რეალური არ იყოს, რადგან ბევრია ისეთი, რომლიც საავადმყოფოში არ მიდის და ოჯახში თვით მკურნალობას ექვემდებარება.

- ’ვფიქრობ, უფრო მეტიც შეიძლება იყოს წითელათი ინფიცირებული, მაგრამ ბევრი სამედიცინო დაწესებულებაში გარკვეული მიზეზების გამო არ მიდის. ასე არ შეიძლება, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან არ მოხდეს დაავადების კიდევ უფრო მეტად გავრცელება’, - ამბობს ხაბულიანი.

ამ ეტაპზე ახლციხის ყველა მუნიციპალიტეტში არასრულად იმუნიზირებული ბავშვების და მედ-პერსონალის აცრა მიმდინარეობს.

- ’თავდაცვის მიზნით იცრება მედ-პერსონლი, მათ უწევთ ხალხთან ურთიერთობა და არაა გამორიცხული დაავადება გადაედოთ. ამ ეტაპზე 300-მდე მედ-პერსონალი აიცრება, ასევე ის ბავშვები ვინც არასრულად იმუნზირებულები არიან, ანუ ვისაც ეს აცრა 1-დან 5 წლის ასაკემდე ორჯერ გარკვეული მიზეზის გამო არ აქვს ჩატარებული. ასეთი ჩვენს რაიონში 150-მდე ბავშვია’, - გვიხსნის ხაბულიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში საკმარისი რაოდენობითაა და იგი ნებისმიერი ადამიანისთვის უფასოა.

საქართველოში იმუნიზაციის კვირეულო 22 აპრილს დაიწყო.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხეში წითელას ვირუსზე აცრები გრძელდება
ახალციხეში წითელას ვირუსზე 100-მდე ბავშვი აიცრება
ბორჯომსა და ასპინძაში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა
24 აპრილიდან იმუნიზაციის კვირეული დაიწყო
სად არის შესაძლებელი წითელას ვაქცინაცია
წითელას ეპიდემიის გამო სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის დაწყება გადაიდო