FM97.5 / LIVE

მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს

მთავარისიახლე, არჩევნები 04.09.2017
ადიგენის, ასპინძის, ბორჯომისა და ახალციხის საოლქო კომისიების წევრებმა საუბნო კომისიების წევრები აირჩიეს.

მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საუბნო კომისიების წევრების არჩევნები ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში 2 სექტემბერს, ახალციხეში კი 3 სექტემბერს ჩატარდა.
N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ 23 საარჩევნო უბანზე 6–6 კაცი 195 აპლიკანტს შორის შეარჩია.

„ზოგიერთ სოფელში განსაკუთრებით მეტი აპლიკანტი იყო. ასეთი იყო მაგალითად N17 საარჩევნო უბანი ხერთვისში“, – აცხადებენ N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

N38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიას 18 საარჩევნო უბანზე არჩევანის გაკეთება 161 კონკურსანტს შორის მოუხდა.

„იყვნენ ახალი კონკურსანტებიც და ისეთებიც, მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება რომ აქვთ“, – ამბობს N38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯავა მაჭარაშვილი.

N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში 266 განაცხადი იყო შესული. კომისიამ უბნები 6–6–კაციანი შემადგენლობით 2 სექტემბერს დააკომპლექტა. როგორც N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავამჯდომარე ლევან დევიძე ამბობს არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

რაც შეეხება N37-ე ახალციხის საოლქო კომისიას აქ არჩევნები გუშინ, 3 სექტემბერს გაიმართა. 35 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები 385 აპლიკანტს შორის შეირჩა.

საუბნო კომისიების წევრების არჩევის შემდეგ უბნებზე 7–7 კაცს პარტიები წარადგენს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ახალციხეში საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართა
საოლქო კომისია  377 მსურველიდან 210 წევრს შეარჩევს
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა