FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი ორფოლოში სამხედრო სწავლების გახსნის ცერემონიას დაესწრო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.09.2017
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "Agile Spirit 2017" – ის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

პრეზიდენტი ორფოლოში სამხედრო სწავლების გახსნის ცერემონიას დაესწროფოტო – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დღეს, 3 სექტემბერს ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე პრეზიდენტმა სამხედროებს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, გლობალური სტაბილურობის გამყარების პროცესში, საქართველო ყოველთვის ჩართული იყო.

"ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა ჰიბრიდული ომი და ორგანიზებული მცდელობა იმისთვის, რომ გაეხლიჩათ ჩემი სამშობლო, ქართველი მშვიდობისმყოფელები თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ ღირებულებების განმტკიცებაში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს იყო კოსოვოც, ეს იყო ერაყიც, ეს არის ავღანეთიც, ეს არის ცენტრალური აფრიკაც, იქ, სადაც ქართველი მეომრები, ქართული ჯარი ამტკიცებს გლობალურ სტაბილურობას და მაღლა აღმართავს ჩვენი ქვეყნის დროშას", – განმარტა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ერების გვერდში დგომა გლობალური უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – "Agile Spirit - ლაღ სულს ნიშნავს და სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები ლაღად განვითარდეს, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ლაღად განვითარდეს, ჩვენი საზოგადოებები და სახელმწიფოები მშვიდობიანად ვითარდებოდეს, დღეს თქვენი ერთად დგომა, თქვენი კოორდინაცია, თქვენი სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი წვრთნების გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილთან და გენშტაბის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა წვრთნებში მონაწილე ყველა ქვეყნას, საქართველოს პარტნიორებს და წვრთნების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება.

წვრთნები სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატო-ს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში, ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის დახვეწაა.
პრეზიდენტი ორფოლოში სამხედრო სწავლების გახსნის ცერემონიას დაესწროფოტო – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

[sknews.ge]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

სამხედრო სწავლებისათვის განკუთვნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა ახალციხეში შემოაქვთ
ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]
ორფოლოში სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 გაიხსნება
ორფოლოში სამხედრო სწავლების დახურვას მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ
ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]
მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2016” ღია კარის დღე
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას უმასპინძლებს