FM97.5 / LIVE

დაიბარა თუ არა ასპინძის გამგებელმა ხელმოწერებისთვის ააიპ–ების თანამშრომლები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 31.08.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი, იმისთვის, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი, ხელმოწერებს აგროვებს. გამგეობას დაქვემდებარებული ააიპ–ების თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელმოწერებისთვის ისინი გამგებელმა შტაბში დაიბარა.

დაიბარა თუ არა ასპინძის გამგებელმა ხელმოწერებისთვის  ააიპ–ების თანამშრომლები

ასპინძის მუნიციპალიტეტის ბაღების თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი გუშინ, 30 აგვისტოს გამგებლის ლევან ცაბაძის საარჩევნო შტაბში დაიბარეს.

„გვითხრეს, რომ გამგებელი იყრის კენჭს და ხელმოწერები სჭირდებაო. ზოგი მივიდა, ზოგი ვერა“, – აცხადებენ ბაღების ის თანამშრომლები, რომლებსაც ცაბაძისთვის ხელმოწერის გაკეთება არ სურდათ და შესაბამისად არც შტაბში გამოცხადდნენ.

თუმცა, ის ვინც გუშინ შტაბში მივიდა და ცაბაძის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ხელმოწერით დაადასტურა, ამაზე ღიად საუბროს.
„გუშინ ვინც დაბაში იყო, ბაღების თანამშრომლები, მივედით და ხელი მოვაწერეთ. ვიქნებოდით დაახლოებით 25–30 თანამშრომელი. ახლა შვებულების პერიოდია და ყველა ადგილზე არ არის“, – ამბობს ასპინძის პირველი ბაგა–ბაღის მენეჯერი ლელა აბაშიძე.

იგივეს ადასტურებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ასპინძის მეორე ბაგა ბაღის მენეჯერი ლალი ზაზაძე: „მეც ვიყავი, ლევანის ოფისში მივედით, ასპინძაში“.

როგორც ბაღების თანამშრომლები ამბობენ, ისინი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან ლევან ცაბაძისგან თავს დავალებულად გრძნობენ: „რაც დაგვპირდა, ყველაფერი გაგვიკეთა, ეს იყო რემონტი თუ ბაღების ინვენტარით აღჭურვა. ძალა არავის დაუტანებია ჩვენთვის, ვისაც გვინდოდა, მივედით და ხელი მოვაწერეთ“.

ასპინძის მუნიციპალიტეტში სულ 4 საბავშვო ბაღია, აქედან ორი დაბაშია, ორი კი სოფლებში: რუსთავსა და ტოლოშში. ბაღების გაერთიანებაში მთლიანად 61 თანამშრომელია დასაქმებული.

როგორც გაერთიანების ხალმძღვანელი ნანა ტივაძე აცხადებს, გამგებლისთვის ხელმოწერების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია ბაღების მენეჯერებს თავად მიაწოდა: „ვიღაცას ხომ უნდა მიეწოდებინა მათთვის ინფორმაცია. ვისაც სურვილი ჰქონდა ხელმოწერის, მივიდა და მოაწერა, ვისაც არა, არ მოსულა“.

იგივეს აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში შპს „კეთილმოწყობის“ ხელმძღვანელი ნუგზარ ელიზბარაშვილი: „ეგ ნებაყოფლობითია, ვისაც სურვილი აქვს, ჩავა და ხელს მოაწერს. მე მოვაწერე თუ არა ხელი, ეგ არავის საქმე არაა“.

ცაბაძე აცხადებს, რომ თავად არაფრის საქმის კურსში არაა: „არ ვარ ჩარეული მაგ თემებში. ახლა რაგბის ბაზაზე ვარ და აქ ვავარჯიშებ ბავშვებს“.

შეკითხვაზე, ხელმოწერები მისგან დამოუკიდებლად და შეუთანხმებლად გროვდება თუ არა, გვპასუხობს: „არც არაფერს უარვყოფ და არც ვადასტურებ“.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე, საინიციატივო ჯგუფმა, თვითმმართველობის არჩევნებზე, ასპინძის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგინა. ვიდრე ცაბაძე კანდიდატად დარეგისტრირდება, საინიციატივო ჯგუფმა მხარდამჭერების ხელმოწერები უნდა შეაგროვოს, ოლქის ამომრჩეველთა 1%–ის ოდენობით და საოლქო კომისიას წარუდგინოს. ხელმოწერების წარდგენისთვის ვადა 1 სექტემბერს იწურება. იმ შემთხვევაში თუ ხელმოწერები საოლქო კომისიაში არ შევა, დამოუკიდებელი კანდიდატი, საარჩევნო პროცესს ავტომატურად გამოეთიშება.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას
ასპინძის გამგებელმა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვა
„მრავალეროვანმა საქართველომ“ ასპინძის გამგებელს ცესკოში უჩივლა
ასპინძაში იმ  ააიპ–ების ხელმძღვანელები შეცვალეს, რომლებიც მხარს ყოფილ გამგებელს უჭერდნენ
ასპინძის საოლქო კომისიამ ასპინძის გამგებელი სამართალდამრღვევად ცნო
ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა
ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე საოლქო კომისიის წევრიც აღარაა